Робота для біженців з України
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: არტ ჰაუსი
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
"არტ ჰაუსი" - ეს არის თავშეყრის ადგილი შემოქმედებითი და გასტრონომიული სიამოვნებისთვის, რომელიც აერთიანებს მუზეუმს, სხვადასხვა სახის კვების ობიექტებს და გამაჯანსაღებელ ცენტრს.

"არტ ჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** კერძების დამზადება დადგენილ ვადებში, კალკულაციების დაცვით;
** პროდუქტების მიღება, საკვების დახარისხება და შენახვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** სამზარეულოს სასაქონლო მარაგების ეფექტიანი გამოყენება, აღწერა, გახარჯული პროდუქციის ჩამოწერის წარმოება;
** გააკონტროლოს საჭირო მარაგების რაოდენობა და ხარისხი;
** დარწმუნდეს რომ ყველა საკვები ინახება სწორად, სწორ ტემპერატურაზე და მისი მიღება და შემოწმება ხორციელდება სწორი სტანდარტით;
** შეინარჩუნოს დისციპლინის მაღალი დონე;
** დაიცვას კომპანიაში არსებული ყველა პროცედურა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესახებ, ასევე ჰიგიენის მაღალი დონე;
** დაიცვას კომპანიაში არსებული შინაგანაწესი;
** იქონიოს კომუნიკაცია პერსონალის სხვა წევრებთან, რათა სამზარეულომ იმუშაოს შეუფერხებლად.

მთავარი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** სასურველია პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით;
** სისწრაფე და დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@thearthouse.ge

მისამართი: რუსთაველის 7.

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე