Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=636826&print=yes&view=jobs
 
საწყობის დამხმარე მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის დამხმარე მენეჯერი
მომწოდებელი: სმოტორსი
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
კომპანია "SMOTORS" აცხადებს ვაკანსიას საწყობის დამხმარე მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ევგენია მაისურაძის 1. (ვარკეთილი)
სამუშაო გრაფიკი: სრული.

კომპანიის შესახებ:

კომპანია "SMOTORS" 2001 წლიდან წარმატებით ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, სპეც-ტექნიკის, სასოფლო-სამეურნეო მანქანების, ავტობუსების და მოპედების იმპორტს და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს რეალიზებული პროდუქციის თანმდევ სერვისს - ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს უმაღლესი და მხოლოდ ევროპული ხარისხის საცხებ -საპოხ მასალებთან ერთად.

ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.შესაბამისად, კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/

"S Motors" - ხარისხი დეტალებშია!

სამუშაოს მოკლე აღწერა:

** საწყობში შემოსული საქონლის შემოწმება - რაოდენობის/წონის სასაქონლო ზედნადებთან შესაბამისობის კონტროლი. შეუსაბამობის შემთხვევაში, ხელმძღვანელისთვის ინფორმირება პარტიის რეალური მონაცემების შესაბამისად;
** საქონლის დასაწყობებისთვის ოპტიმალური სივრცის განსაზღვრა და განთავსების უზრუნველყოფა; დასაწყობების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** იმპორტირებული პროდუქციის ინვოისების მიხედვით მიღება/ მითვლა (ინვენტარიზაციის სპეციალისტთან ერთად) დასაწყობება.
** სადისტრიბუციოდ მომზადებული საქონლის ჯამური რაოდენობების სიზუსტის კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში შესწორების შეტანა; უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოთხოვნის საფუძველზე პროგრამა FINA- ში გატარებების უზრუნველყოფა. (პროგრამის შესწავლა მოხდება ჩვენი მხრიდან)
** მიღებული შეკვეთების მიხედვით პროდუქციის გასაცემად მომზადება; გამზადებული შეკვეთების დისტრიბუციისთვის მითვლა;
** მაღაზიის, მოთხოვნების მიხედვით შეკვეთების მოგროვება;
** მატერიალურ-ტექნიკური ინვენტარის მოვლის უზრუნველყოფა შესაბამისად კონტროლი;
** გეგმურ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** საწყობის ტერიტორიაზე არსებული მატერიალური აქტივების მოვლა-შენახვა და მუდმივ სამუშაო რეჟიმში შენარჩუნება.
** პროდუქციის სისტემური გაწერის უზრუნველყოფა;
** მუშაობის პროცესში უსაფრთხოების წესების დაცვა;
** მატერიალური ფასეულობების დაკარგვის, ან დაზიანების აღკვეთის მიზნით ტერიტორიის მუდმივი მონიტორინგი.
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო/უმაღლესი განათლება/ ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
** სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

ჩვენ გთავაზობთ:

** ზრდად კომპანიას, დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია "Smotors"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია