დასახელება:
ექთანი
|
მომწოდებელი:
თბილისის გულის ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 27 მაისი
/ ბოლო ვადა: 23 ივნისი
|
შპს "თბილისის გულის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ექთნის პოზიციაზე.
პირობები:
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 83/11.
** განყოფილება: ამბულატორია.
** სამუშაო გრაფიკი: ყოველდღიური 7 საათიანი გრაფიკი (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 17:00 საათამდე).
ძირითადი მოვალეობები:
** კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კლინიკაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
** კლინიკის მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების (პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება, ჩანაწერები და სხვა) შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
** საექთნო დოკუმენტაციის წარმოება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი დოკუმენტი:
** პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი ან ცნობა კურსის დასრულების შესახებ;
** უმაღლესი სასწავლებლის სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტის ცნობა სემესტრის მითითებით (მისაღებია ცნობა V სემესტრიდან).
პიროვნული თვისებები:
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** გულისხმიერება;
** ორგანიზებულობა;
** აკურატულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
პრიორიტეტულია სამუშაო გამოცდილება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 23 ივნისი 2025 წელი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: hr@tbhc.ge. გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "თბილისის გულის ცენტრი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
|
|
|
|