Робота для біженців з України
ავტო იმპორტის გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტო იმპორტის გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Transatlantic Auto Alliance
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
კომპანია "Transatlantic Auto Alliance" აცხადებს ვაკანსიას ავტო იმპორტის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

გიყვარს ავტომობილები და გაგაჩნია მოლაპარაკების უნარი?

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელსაც სურს გახდეს ავტო იმპორტის მიმართულებით განვითარებული, სანდო და წარმატებული კომპანიის ნაწილი.

შენი ძირითადი ამოცანები იქნება:

** ავტომობილების იმპორტის პროცესის კოორდინაცია და გაყიდვების სტრატეგიის ჩამოყალიბება
** კლიენტებთან კომუნიკაცია და მათ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების მომზადება
** ბაზრის მონიტორინგი და აქტიური ჩართულობა გაყიდვების პროცესში

რა უნარები დაგჭირდება წარმატებისთვის:

** გაყიდვებში ან/და ავტო იმპორტის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
** ბაზრის ანალიზის უნარი და სტრატეგიული ხედვა
** ორგანიზებულობა, დროის მართვა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა (სხვა ენები—ჩაითვლება უპირატესობად)

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ამ სფეროსთვის კონკურენტული და მიმზიდველი ანაზღაურება
** რეალური შესაძლებლობა კარიერული ზრდისთვის
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მხარდაჭერა
** გარემო, სადაც შენი ცოდნა, შრომა და იდეები ნამდვილად დაფასდება
** გამორჩეულ ბონუსებსა და წამახალისებელ საჩუქრებს მონდომებული და მშრომელი თანამშრომლებისთვის

თუ თვლი, რომ შენი უნარები ეხმიანება ზემოთ მოცემულ აღწერას და გსურს წინსვლა ავტო იმპორტის სფეროში — გამოაგზავნე შენი CV შემდეგ მისამართზე: transatlanticautoalliance@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე