დასახელება:
არასამედიცინო დაზღვევის ანაზღაურების ოფიცერი
|
მომწოდებელი:
ალფა დაზღვევა
|
გამოქვეყნდა: 27 მაისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
"ალფა დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას არასამედიცინო დაზღვევის ანაზღაურების ოფიცრის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №16
სამუშაო გრაფიკი: 19:00-09:00 (ღამის ცვლა, მორიგეობა დღეგამოშვებით)
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ავტოტრანსპორტის ტექნიკური ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** A/B კატეგორიის მართვის მოწმობა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში მომხმარებელთან პირველადი კომუნიკაცია;
** კომპანიაში არსებული სადაზღვევო პროდუქტებისა და პროცესების ზედმიწევნით ცოდნა;
** საჭიროებისამებრ, სადაზღვევო შემთხვევის ადგილზე გასვლა;
** სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული გარემოებების დაფიქსირება და პირველადი შეფასება;
** ზარალის ოდენობის გაანგარიშებაში მონაწილეობის მიღება;
** შესრულებული და მიმდინარე სამუშაოს შესახებ ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელთან.
უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: hralpha@alpha.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|