Робота для біженців з України
კატეგორიის მენეჯერი გაყიდვებში - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კატეგორიის მენეჯერი გაყიდვებში
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი ბილიონი
გამოქვეყნდა: 24 მაისი / ბოლო ვადა: 24 ივნისი
ჩვენს სწრაფად მზარდ გუნდში, სუპერმარკეტების ქსელში "ბილიონი", ვეძებთ კატეგორიის მენეჯერს გაყიდვებში.

ვაკანსიის ტიპი: სრული განაკვეთი
ადგილმდებარეობა: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09;00-18:00
ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით

ძირითადი მოვალეობები:

** კონკრეტული პროდუქტის კატეგორიის გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** ასორტიმენტის მართვა გაყიდვების სტატისტიკისა და მომხმარებელთა ქცევის ანალიზის საფუძველზე;
** გაყიდვების მონაცემების და ბაზრის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი;
** აქციებისა და გაყიდვების სტიმულირების კამპანიების დაგეგმვა და შეფასება;
** გაყიდვების პროგნოზის მომზადება და კატეგორიის ფინანსური შედეგების ანალიზი;
** თანამშრომლობა მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდებთან ერთიანი მიზნების მისაღწევად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** რითეილ სექტორში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; (გაყიდვები/კატეგორიული მენეჯმენტი);
** უმაღლესი განათლება (მარკეტინგი, ბიზნესის ადმინისტრირება ან დაკავშირებული სფერო);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel);
** ასევე 1C - პროგრამაში მუშაობის გამოდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ანალიტიკური და კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლიანი და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კონკურენტული ანაზღაურება და ბონუს სისტემა;
** სტაბილური და მეგობრული სამუშაო გარემო.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგზავნეთ ელფოსტაზე: hr@bilioni.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე