Робота для біженців з України
კლინიკის სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლინიკის სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: კლინიკის სამედიცინო წარმომადგენელი:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, პრიორიტეტულად ჩაითვლება უმაღლესი სამედიცინო განათლება,
** სასურველია შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება,
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტი, ექიმებთან შეხვედრების ორგანიზება.
** კლინიკის სერვისებზე ექიმებისთვის ინფორმაციის მიწოდება.
** სამედიცინო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კლინიკის შესაძლებლობებზე.
** სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტების და ჩატარებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშების წარმოება.

უნარები:

** კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

მისამართი: თბილისი, კ. ჩაჩავას N7.
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე).

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოაგზავნონ CV ელ. ფოსტაზე: Vacancy.Surgery@aversi.com. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 20 ივნისი.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე