Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=636577&print=yes&view=jobs
 
საკვები და სასმლის დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკვები და სასმლის დირექტორი
მომწოდებელი: პანორამა კახეთი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
"პანორამა კახეთი" აცხადებს ვაკანსიას საკვები და სასმლის დირექტორის თანამდებობაზე.

ვალდებულებები:

** რესტორნის და ბარის მუშაობის ხარისხის კონტროლი;
** შემოსავლის ზრდაზე მიმართული ღონისძიებების განხორციელება;
** შემოსავლის და მოგების მაჩვენებლების შესრულება;
** პერსონალის მართვა (8 ადამიანი);
** პერსონალის ტრენინგების და გადამზადების ჩატარება;
** სანიტარიული ნორმების დაცვის კონტროლი;
** ანგარიშგების წარმოება;
** რესტორნის და ბარის კონცეფციის და იმიჯის განვითარება, ახალი სტუმრების მოზიდვა, სტუმრების საჭიროებებზე მაქსიმალური ფოკუსირება;
** საჩივრებთან მუშაობა.

მოთხოვნები:

** რესტორნის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** HoReCa-ს სტანდარტების ცოდნა;
** Micros პროგრამაში მუშაობის უნარი;
** პერსონალის მართვის უნარები;
** დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების და საოფისე ტექნიკის ფლობა;
** სტრესთან გამკლავების და ორგანიზაციული უნარები.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 (არანორმირებული სამუშაო დღე);
** კონკურენტული ანაზღაურება (განიხილება გასაუბრებაზე);
** ტრანსფერი, დაზღვევა, კვება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე: hr@panoramakakheti.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია