Робота для біженців з України
ინსტალატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინსტალატორი
მომწოდებელი: ჭკვიანი ტექნოლოგიები
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
შპს "ჭკვიანი ტექნოლოგიები" აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

დასაქმებულს მოვალეობებში შევა სხვა და სხვა სახის სადენების და მოწყობილობების ინსტალაციასთან. დასაქმებულს ექნება შეხება ისეთ ტექნოლოგიებთან როგორებიც არის:

** სახანძრო სიგნალიზაცია
** საინფორმაციო ქსელი (ინტერნეტ ქსელი)
** საევაკუაციო გასასვლელების და ავარიული განათების სისტემები
** ევაკუაციის მართვა და ასევე ფონური მუსიკა (დინამიკების სისტემა)
** სიგნალიზაციის სისტემები
** სამეთვალყურეო სისტემები


მოთხოვნები და უნარები:

დასაქმებულს უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად სხვა და სხვა სადენების გაყვანა და მოწყობილობების ინსტალაცია. ნებისმიერი მოწყობილობის ინსტალაციის არ ცოდნის შემთხვევაში, პროექტის მენეჯერი ყოველთვის მოახდენს ახალი მოწყობილობების ინსტალაციის დასაქმებულისთვის ახსნას.

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება).

სასურველი უნარ-ჩვევები:

** თავაზიანი;
** პასუხისმგებლობიანი;
** დისციპლინირებული;
** მოწესრიგებული;
** პუნქტუალური.

დამატებითი ინფორმაცია:

** ანაზღაურება - გამოცდილებიდან გამომდინარე;
** 40 საათიანი სამუშაო გრაფიკი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2025 წლის 22 ივნისი.

საკონტაქტო: 511186405, Toornikee@mail.ru
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე