Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=636541&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: მოდერნ ბიზნეს სოლუშენს
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
შპს "მოდერნ ბიზნეს სოლუშენს" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00-18:00)
ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული დოკუმენტაციის და ოპერაციების წარმოება;
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის შემოწმება, დამუშავება, ასახვა საბუღალტრო პროგრამაში და დაარქივება. (შესყიდვები, რეალიზაციები, ხელფასები, მივლინებები და სხვა)
** სალაროს და საბანკო ოპერაციების წარმოება;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
** დებიტორ/კრედიტორების დავალიანებების კონტროლის პროცესში ჩართულობა;
** თვის დახურვის პროცესში მონაწილეობა;
** მთავარი ბუღალტრის მიერ სხვა დავალებული ოპერაციების შესრულება;
** rs.ge პორტალზე მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** MS Office სრულყოფილად ცოდნა;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** პროგრამა FINA, 1C ცოდნა;
** ACCA-ს პირველი დონის სერტიფიკატი (ჩაითვლება უპირატესობად);
** საქართველოს საგადასახო კოდექსის ცოდნა;
** საცალო და საბითუმო სექტორში მუშაობის გამოცდილება (ნავთობკომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად).

უნარები:

** ლოგიკური უნარები
** დეტალებზე ორიენტაცია
** სამუშაოს ორგანიზების უნარი
** კომუნიკაციის უნარი
** შეზღუდულ ვადებში/დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** კონტროლისა და პასუხისმგებლობისთვის მზადყოფნა

ენები: ქართული სრულყოფილად, ინგლისური ან/და რუსული საკომუნიკაციო დონეზე (აუცილებელია)

პროგრამები: კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel).

რას გთავაზობთ ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ, კომუნიკაბელურ და კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს, კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას, გამოცდილების მიღებას ძალიან საინტერესო და სპეციფიკურ ინდუსტრიაში. ჩვენთან თანამშრომლობა იქნება უდიდესი გამოცდილება თქვენი კარიერის ისტორიაში.

თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამუშო თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ ელფოსტაზე: modernbusinesssolutionshr@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია