Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=636517&print=yes&view=jobs
 
პრისელერი - ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: კორიდა
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა, დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს ცამეტ შვილობილ კომპანიას, ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.
"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე www.nikora.ge

შპს "კორიდა" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე ზუგდიდში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გარე ქსელის ობიექტებიდან შეკვეთების მიღება და სადისტრიბუციო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა;
** გარე ქსელში შემოვლების წარმოება პროდუქციის განლაგების, შენახვის პირობებისა და ვადების გაკონტროლების მიზნით;
** გარე სქელის ობიექტებიდან შეკვეთების მიღება;
** ახალი მაღაზიების მოძიება;
** დისტრიბუციის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** სასურველია პრისელერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** არითმეტიკული ოპერირების უნარი;
** სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** დარწმუნების უნარი;
** ყურადღებიანობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პრეზენტაბელურობა;
** მართვის მოწმობა B კატეგორია (C კატეგორია სასურველია);

აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ფლობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2025 წლის 23 ივნისამდე გადმოაგზავნეთ სრულყოფილად შევსებული რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: elguja.ardia@nikora.ge. საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 595381218.

კონკურსი ჩატარდება რამდენიმე ეტაპად:

I - რეზიუმეების გადარჩევა;
II - ტესტირება;
III - გასაუბრება.

მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში დავუკავშირდებით შემდეგ ეტაპზე გასულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია