Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=636512&print=yes&view=jobs
 
მთავარი რისკის ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი რისკის ოფიცერი
მომწოდებელი: საქართველოს საპენსიო ფონდი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
სსიპ "საქართველოს საპენსიო ფონდი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი რისკის ოფიცრის თანამდებობაზე.

კონკურსის ტიპი - სხვა
კატეგორია - მართვა/მენეჯმენტი
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 15 ივნისი
თანამდებობრივი სარგო თვეში - 15, 000-22, 000 ლარი (დარიცხული)
ადგილების რაოდენობა - 1
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
სამსახურის ადგილმდებარეობა - საქართველო, თბილისი

სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდი არის "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებისთვის, მართვისა და ადმინისტრირებისთვის. საპენსიო ფონდს აქვს სპეციალური ფუნქციები. სპეციალური ფუნქციების შემსრულებელმა პირებმა მათი ეფექტიანად შესრულება უნდა უზრუნველყონ ობიექტურობის, სამართლიანობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვით. სპეციალური ფუნქციებია: ა) საინვესტიციო ფუნქცია; ბ) რისკის მართვის ფუნქცია; გ) შიდა აუდიტის ფუნქცია. საპენსიო ფონდის აღმასრულებელი ორგანოს შემადგენლობაში არიან: 1) საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი; 2) მთავარი საინვესტიციო ოფიცერი; 3) მთავარი რისკის ოფიცერი; 4) შიდა აუდიტის უფროსი.
რისკის მართვის ფუნქცია არის სპეციალური ფუნქცია, რომელიც უნდა იყოს ეფექტიანი და სათანადოდ ინტეგრირებული საპენსიო ფონდის ორგანიზაციულ სტრუქტურასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამ მიზნით, საპენსიო ფონდი ამტკიცებს შესაბამის სტრატეგიებს, პროცესებსა და ანგარიშგების პროცედურებს, რომლებიც საჭიროა რისკების ინდივიდუალურ და აგრეგირებულ დონეებზე დასადგენად, შესაფასებლად, მონიტორინგისთვის, მართვისა და რეგულარული ანგარიშგებისთვის.

რისკის მართვის ფუნქცია უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ რისკებს: აქტივებისა და ვალდებულებების მართვას, ინვესტიციებს, ლიკვიდურობისა და კონცენტრაციის რისკების მართვას, საოპერაციო რისკების მართვას, რისკების შემცირების მეთოდებს.

მთავარი რისკის ოფიცერი კანონისა და საპენსიო ფონდის დებულების შესაბამისად და რისკის კომიტეტის მიერ მისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში ხელმძღვანელობს საპენსიო ფონდის რისკის მართვას და ასრულებს მასთან დაკავშირებულ ფუნქციებს.

საქართველოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის - მთავარი რისკის ოფიცრის მოვალეობები, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:

** ხელმძღვანელობს რისკის მართვის სამსახურს.
** საინვესტიციო და ოპერაციული რისკების მართვას, შესაბამისობის კონტროლს, რისკების პოლიტიკის შექმნა და დანერგვა.
** საპენსიო ფონდის რისკის მართვის სამსახურის სტრუქტურისა და დებულების შემუშავება გენერალურ დირექტორთან და რისკის კომიტეტთან კონსულტაციით.

მთავარი რისკის ოფიცერი პასუხისმგებელია საპენსიო ფონდის საქმიანობის რისკების მართვაზე, რაც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება):

** გენერალურ დირექტორთან, მმართველობით საბჭოსთან და რისკის კომიტეტთან შეთანხმებით უზრუნველყოფს საპენსიო ფონდის რისკის მართვის ფუნქციის ეფექტიან განხორციელებას და უწყვეტ გაძლიერებას, რაც მოიცავს რისკების იდენტიფიცირების, რაოდენობრივი გაზომვის, კონტროლის სისტემებისა და პროცესების გაუმჯობესებას და ანგარიშგებას ისე, რომ საპენსიო ფონდის რისკების მართვის შესაძლებლობები იყოს მტკიცე და ეფექტიანი საპენსიო ფონდის მიერ რისკის აღების ფუნქციების განხორციელებაში;
** განახორციელოს საპენსიო ფონდის საოპერაციო საქმიანობის შესაბამისობის რეგულარული მონიტორინგი;
** განიხილოს და შეაფასოს საინფორმაციო უსაფრთხოების პოლიტიკა, წესები და პროცედურები, რომლებიც შემუშავებულია საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ და მონიტორინგი გაუწიოს მათ განხორციელებას;
** მიიღოს მონაწილეობა რისკის მართვის ჩარჩოს შემუშავების პროცესში;
** უზრუნველყოს შესაბამისი შიდა კონტროლის მექანიზმების/პროცესების შემუშავება და დანერგვა რისკის მართვის სამსახურში.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი მიმართულებით/სპეციალობით როგორიცაა: ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, ბუღალტრული აღრიცხვა, სამართალმცოდნეობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, რაოდენობრივი მეთოდები ან სხვა შესაბამისი მიმართულებით მიღებული უმაღლესი განათლება.
** ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის პრაქტიკული და პროფესიული გამოცდილება.

გამოცდილების შეფასებისას, მთავარი რისკის ოფიცრისთვის კანონით დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, მხედველობაში მიიღება თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება შემდეგი მიმართულებებით:

** საპენსიო ან საინვესტიციო ფონდის აქტივების მართვა;
** საბანკო სექტორი და ფინანსური ბაზრები;
** სტრატეგიული დაგეგმვა, საპენსიო ფონდის ბიზნესსტრატეგია და ბიზნესგეგმა;
** აუდიტი და ბუღალტრული აღრიცხვა;
** კორპორაციული მართვა, რისკის მართვა, ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
** ფინანსური ინფორმაციის ინტერპრეტაცია და ანალიზი.

ასევე მხედველობაში მიიღება:

** წარსულში დაკავებული ხელმძღვანელი პოზიცია და მისი იერარქიული დონე;
** წარსულში დაკავებულ ხელმძღვანელ პოზიციაზე ყოფნის ხანგრძლივობა;
** იმ ორგანიზაციის საქმიანობა, კომპლექსურობა და ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელშიც პირი იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციას;
** წარსულში დაკავებული ხელმძღვანელი პოზიციის კომპეტენციები და პასუხისმგებლობები;
** დაკავებული პოზიციის მეშვეობით შესაბამის სფეროში მიღებული დარგობრივი ცოდნა;
** დაქვემდებარებულ პირთა რაოდენობა.

კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი უნარ-ჩვევები:

** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ლიდერობა;
** მოლაპარაკების უნარები;
** გუნდურობა;
** სტრატეგიული აზროვნება;

დამატებითი მოთხოვნები:

** მთავარი რისკის ოფიცერი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საქართველოს რეზიდენტი პირი საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული წესით;
** კანდიდატს მოეთხოვება საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის (MS Office Word, Outlook, PowerPoint, Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
** სრულყოფილად უნდა ფლობდეს ქართულ ენას და ინგლისურ ენას.

დამატებითი ინფორმაცია:

** მთავარი რისკის ოფიცერი ინიშნება 5 წლის ვადით.
** მთავარი რისკის ოფიცრის შერჩევისას უნდა შეფასდეს დასანიშნი პირის შესაფერისობა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 28 თებერვლის N51/04 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი წესი წესის" შესაბამისად და გათვალისწინებით. აღნიშნული ბრძანება საჯაროდ ხელმისაწვდომია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე, შემდეგ ბმულზე: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6430669?publication=0
** არ შეიძლება საპენსიო მთავარი რისკის ოფიცრად დაინიშნოს ნასამართლევი პირი ან პირი, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოში გამოცხადდა გაკოტრებულად.
** საპენსიო ფონდის მთავარი რისკის ოფიცერზე ვრცელდება "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. მთავარი რისკის ოფიცერი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.
** პოზიცია ითვალისწინებს წლიურ ბონუსს, რომელიც გაიანგარიშება შესრულების ძირითადი ინდიკატორებისა და წლიური ანაზღაურების მიხედვით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

** რეზიუმე (Curriculum Vitae), რომელიც უნდა შეიცავდეს კანდიდატის განათლებისა და სამუშაო გამოცდილების დეტალებს (სამუშაო გამოცდილების ზუსტ პერიოდებსა და დეტალურ აღწერას). ასევე რეზიუმეში სავალდებულოა ორი პროფესიული რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციის მითითება;
** სამოტივაციო წერილი, რომელშიც უნდა აისახოს კანდიდატის უპირატესობები და შესაბამისობა წინამდებარე განცხადებაში მითითებულ მოთხოვნებთან (არასავალდებულო);
** შესაბამისი უმაღლესი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
** ნებისმიერი სხვა დოკუმენტი (სერტიფიკატი, ლიცენზია და სხვა) რომელიც ადასტურებს კანდიდატის კვალიფიკაციას;
** სავალდებულოა კანდიდატის მიერ გამოგზავნილი ელექტრონული ფოსტის სათაურში აღნიშნული ვაკანსიის სრული დასახელების მითითება.
** კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ ძირითად ფორმალურ მოთხოვნებს ან/და მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია, კონკურსში აპლიკაციების გადარჩევის ეტაპის შემდეგ მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.
** დაინტერესებულმა კანდიდატებმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: HR@pensions.ge.

კონკურსის ეტაპები:

კონკურსი შესაძლებელია შედგებოდეს შემდეგი ეტაპებისგან:

** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება;
** შესაფერისობის შემოწმება.

სამართლებრივი რეგულირება, რომელიც მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება:

** საქართველოს კანონი "დაგროვებითი პენსიის შესახებ";
** საქართველოს კანონი "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ";
** საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს შრომის კოდექსი";
** საქართველოს კანონი "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ";
** საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის (N51/04; 28.02.2025წ.) ბრძანება "საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე";
** საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის დადგენილება (№01; 01.05.2025წ.) "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საპენსიო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ".

განცხადება პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე

კანდიდატების პერსონალური მონაცემები დამუშავდება მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით).

შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით კანდიდატს მოეთხოვოს მის მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა. დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას საქართველოს საპენსიო ფონდი არ გადასცემს მესამე პირებს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ. ფოსტაზე: pdp@pensions.ge

გადაწყვეტილების მიღების ფორმა:

კონკურსის შედეგების შესაბამისად, საუკეთესო კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას, იღებს სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭო, ხოლო თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია