დასახელება:
ფენოვანი ცომის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
იფქლი დიღომი
|
გამოქვეყნდა: 22 მაისი
/ ბოლო ვადა: 22 ივნისი
|
პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი საწარმო შპს "იფქლი დიღომი" აცხადებს ვაკანსიას ფენოვანი ცომის სპეციალისტის თანამდებობაზე. ადგილმდებარეობა თბილისი, ვაშლიჯვარი
მოვალეობები:
** დადგენილი სტანდარტის შესაბამისად ფენოვანი ცომის მომზადება და პროდუქციის შექმნა;
** მარაგების ეფექტურად გამოყენება და სტანდარტების მიხედვით შენახვა, დასაწყობება, ვადებისა და შენახვის წესების დაცვა;
** ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.
მოთხოვნები:
** მუშაობის გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** სწრაფად რეაგირების უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ გამოგზავნონ CV მისამართზე: hr@ipqli.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
|
|
|
|