Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=636043&print=yes&view=jobs
 
იურისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: მაქსიმა
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
კომპანია "მაქსიმა" ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 2011 წლიდან. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალებსა და აქსესუარებს, ასევე ავეჯის მასალების ზომებად დახერხვის და დაწიბოების მომსახურებას, საწოლის მატრასებს, იატაკის საფარ ლამინატს, კარის მასალებსა და აქსესუარებს, სამზარეულოს ჩასაშენებელ ტექნიკას.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://maxima.ge/

კომპანია "მაქსიმა" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაოს გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი);
დასვენების დღეები: შაბათი-კვირა;
სამუშაო საათები: 10:00-18:00
ლოკაცია: ბათუმი, ბაგრატიონის N109;
ანაზღაურება: 2000 ლარი (ფიქსირებული)

ჩვენი ბენეფიტი:

** კომპანია უზრუნველყოფს კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი;
** იურისტად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სამოქალაქო და სამეწარმეო სამართლის ცოდნა;
** შრომის კოდექსის ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტების - წესდების, დებულებების, აქტების, წესების, ხელშეკრულებების შექმნა/რედაქტირება და მათი მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების მომზადება/ შედგენა; დასაქმებულის პირადი საქმის გახსნა, ბრძანებით განსაზღვრული აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოება/შეგროვება/დაარქივება;
** უსაფრთხოების კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება და მისი დაარქივება;
** კომპანიის მიმდინარე საქმიანობაში წარმოშობილი სამართლებრივი ხასიათის პრობლემის შესწავლა, მათი დროული და კვალიფიციური გადაწყვეტა;
** საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი და ცვლილებების შესახებ ხელმძღვანელისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** სამსახურებრივ ელ.ფოსტაზე შემოსული კორესპონდენციების განხილვა და ელ. ფოსტის ან/და შიდა მატერიალური სახით წერილების მომზადება და გასაგზავნად გადაცემა შესაბამისი სამსახურებისთვის/ პირებისთვის;
** კომპანიის წარმოდგენა და მისი ინტერესების დაცვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, წარმომადგენლობა სახელმწიფო ორგანოებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ნოტარიუსთან და სხვა;
** საქმის დამოუკიდებლად ორგანიზება და შესაბამისი ანგარიშვალდებულება უშუალო ხელმძღვანელთან;
** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება.

პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** კრიტიკული აზროვნება;
** კომუნიკაციის უნარი;
** დარწმუნების უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@maxima.ge ან დაგვიკავშირდით ტელ: +995 591 880 435. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "იურისტი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია.

შემოგვიერთდით!

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია