დასახელება:
უმცროსი ექიმი ტრანსფუზიის განყოფილებაში
|
მომწოდებელი:
პინეო სამედიცინო ეკოსისტემა
|
გამოქვეყნდა: 22 მაისი
/ ბოლო ვადა: 22 ივნისი
|
შპს "პინეო სამედიცინო ეკოსისტემა" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ექიმის პოზიციაზე ტრანსფუზიის განყოფილებაში.
სამუშაო გრაფიკი: 24 სთ მორიგეობა (ყოველ მე-4 დღეს)
ძირითადი მოვალეობები:
** აკონტროლოს სისხლის კომპონენტების მარაგი, შენახვის პირობები და ვარგისიანობა
** აწარმოოს სისხლის კომპონენტების შესანახი მაცივრების ტემპერატურული მაჩვენებლების აღრიცხვიანობა
** მკურნალ ექიმთან შეთანხმებით, სწორად შეარჩიოს და მოამზადოს სისხლის კომპონენტები სატრანსფუზიოდ (შეთავსების ტესტის ჩატარება, გამოლღობა და სხვა)
** მკურნალ ექიმთან ერთად აწარმოოს ტრანსფუზია წესების დაცვით და უზრუნველყოს გადასხმული კომპონენტების სწორი აღრიცხვიანობა
** აწარმოოს პაციენტის ზედამხედველობა მკურნალ ექიმთან ერთად ტრანსფუზიისა და ტრანსფუზიის შემდგომი დაკვირვების პერიოდში
** სწორად აწარმოოს დოკუმენტაცია: სისხლის კომპონენტების გადასხმის ჟურნალი, გადასხმის ოქმი, სისხლის კომპონენტებზე პაციენტის თანხმობის ფორმა, კომპონენტების ჩამოწერის დოკუმენტაცია. (როგორც ქაღალდმატარებელი ისე, ელექტრონული ვერსია ქვეყნის და კლინიკის შიდა სტანდარტების შესაბამისად)
** აწარმოოს ვადაგასული ან სხვა მიზეზით გასანადგურებელი სისხლის კომპონენტების ჩამოწერის დოკუმენტაცია და გაგზავნა საუტილიზაციო განყოფილებაში კლინიკის შიდა სტანდარტის მიხედვით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება
** უმაღლესი სამედიცინო განათლება
დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@pineo.ge.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიცია/განყოფილება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
შპს "პინეო სამედიცინო ეკოსისტემა" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 22 ივნისამდე.
|
|
|
|