დასახელება:
განათების დაპროექტების სპეციალისტი, განათების დიზაინერი
|
მომწოდებელი:
ლაითსტუდიო
|
გამოქვეყნდა: 22 მაისი
/ ბოლო ვადა: 22 ივნისი
|
კომპანია "ლაითსტუდიო" აცხადებს ვაკანსიას განათების დაპროექტების სპეციალისტის, განათების დიზაინერის თანამდებობაზე.
კომპანია "ლაითსტუდიო" წარმოადგენს 10 წლიანი გამოცდილების მქონე განათების სტუდიოს, რომელსაც შესრულებული აქვს მრავალი სხვადასხვა მიმართულების და მოცულობის ობიექტები საქართველოს მასშტაბით. ჩვენ ვთავაზობთ კლიენტებს განათების სრულ სერვისს - განათების კონცეფციის შექმნა, პროექტის მომზადება, განათებულობის გაანგარიშება, სპეციფიკაციის მომზადება, პროექტის კომპლექტაცია, სამონტაჟო სამუშაოები, საგარანტიო მომსახურება.
სამუშაოს აღწერილობა:
ინტერიერის და ექსტერიერის განათების დაპროექტება, გაანგარიშება Dialux-ში, მუშა ნახაზების შედგენა, სპეციფიკაციის და BOQ-ს მომზადება. სამუშაოების მიმდინარეობის კონტროლი სამშენებლო ობიექტზე.
ვეძებთ ენთუზიასტს კარგი გემოვნებით, რომელიც შეძლებს ჩაბარებული პროექტის შესრულებას სრულფასოვნად დასრულებულ სახემდე.
ჩვენი მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება - მინ. 1 წელი;
** AutoCAD, Photoshop, MS Office-კარგ დონეზე ცოდნა, DIALUX-ის ცოდნა სასურველია;
** ნახაზების გაფორმების წესების ცოდნა;
** სქეჩების შექმნა, პრეზენტაციების აწყობა, დასრულებული პროექტის ალბომის შექმნა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კრეატიულ და პერსპექტიულ პროფესიაში განვითარებას და შესწავლას;
** მასშტაბურ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას;
** მყუდრო გარემოში მუშაობა, სამუშაო გრაფიკი 10:00 - 18:30;
** ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით + შესრულებულ პროექტზე ბონუსი.
დაინტერესების შემთხვევაში, გადმოგვიგზავნეთ CV და პორტფოლიო მისამართზე jobs@lightstudio.ge.
|
|
|
|