Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=636011&print=yes&view=jobs
 
კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: ლაითსტუდიო
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
"ლაითსტუდიო" აცხადებს ვაკანსიას კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "ლაითსტუდიო" წარმოადგენს 10 წლიანი გამოცდილების მქონე განათების სტუდიოს, რომელსაც შესრულებული აქვს მრავალი სხვადასხვა მიმართულების და მოცულობის ობიექტები საქართველოს მასშტაბით. ჩვენ ვთავაზობთ კლიენტებს განათების სრულ სერვისს--განათების კონცეფციის შექმნა, პროექტის მომზადება, განათებულობის გაანგარიშება, სპეციფიკაციის მომზადება, პროექტის კომპლექტაცია, სამონტაჟო სამუშაოები, საგარანტიო მომსახურება.

ჩვენს მიერ შესრულებული ობიექტები არის: Hilton Garden Inn Riverside, Ambassadori Goderdzi, Ambassadori Tbilisi, Radisson Blu Iveria, Lopota Resort, Vazisubnis Mamulebi, Bodbe Hotel.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შემომავალი მოთხოვნების მიღება, დამუშავება
** არსებული და ახალი კლიენტებისთვის სწრაფი და ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფა
** კლიენტებზე მორგებული კომერციული შეთავაზების მომზადება
** ხელშეკრულების, ინვოისების და სხვა დოკუმენტაციის მომზადება პროექტის მიხედვით
** პროექტის სრული ციკლის მხარდაჭერა (პროექტის დამუშავება, ვადების კონტროლი, მიწოდება, მონტაჟი)
** პროდუქციის, კატალოგებისა და გადაწყვეტილებების პრეზენტაცია, პროდუქციის სიღრმისეული ცოდნა

ჩვენი მოთხოვნები:

** აუცილებელია კორპორატიული გაყიდვების სფეროში გამოცდილება
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Excel, Power point, Google Workspace)
** ნახაზების კითხვის და ანალიზის უნარი სამომხმარებლო დონეზე
** ანალიტიკური აზროვნების უნარი, პუნქტუალობა, კომუნიკაბელობა
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე

ჩვენ გთავაზობთ:

** მასშტაბურ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა
** ახალი გამოწვევები და მუდმივი განვითარება
** მყუდრო გარემოში მუშაობა, სამუშაო გრაფიკი 10:00 - 18:30, ორშაბათი-პარასკევი
** ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით + შესრულებულ პროექტზე ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში, გადმოგვიგზავნეთ CV და პორტფოლიო მისამართზე: jobs@lightstudio.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია