დასახელება:
სტაჟირება - სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალი
|
მომწოდებელი:
Prime Legal
|
გამოქვეყნდა: 22 მაისი
/ ბოლო ვადა: 22 ივნისი
|
იურიდიული კომპანია "Prime Legal" აცხადებს სტაჟირებას სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით, ხოლო სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: არაანაზღაურებადი
ხანგრძლივობა: 6 თვე
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის იურისტის/ადვოკატის ასისტირება კლიენტებისთვის კორპორაციული დოკუმენტების მომზადება/რევიზიის მიზნით;
** კომპანიის იურისტის/ადვოკატის ასისტირება სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებების და სამართლებრივი დოკუმენტების შედგენის მიზნით;
** კომპანიის იურისტის/ადვოკატის ასისტირება ადმინისტრაციულ ორგანოებში კლიენტების წარმომადგენლობის მიზნით;
** კომპანიის იურისტის/ადვოკატის ასისტირება სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმის მომზადებისა და სასამართლოსა და არბიტრაჟში წარმომადგენლობის მიზნით.
ძირითადი მოთხოვნები:
** იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ბაკალავრის ხარისხი;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მინიმალურ დონეზე ფლობა;
** ინგლისური ან რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და კონცენტრაციის უნარი.
თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი გამოგზავნეთ ელფოსტაზე: hr@primelegal.ge.
გთხოვთ, პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელფოსტის სათაურში (subject), წინააღმდეგ შემთხვევაში, არ განიხილება თქვენი განაცხადი.
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
კანდიდატების შერჩევა ხორციელდება გასაუბრების საფუძველზე.
"Prime Legal" წარმატებას გისურვებთ!
გაცნობებთ, რომ კომპანია ახორციელებს კანდიდატთა პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების შეგროვდება და დამუშავდება ხორციელდება ვაკანსიაზე განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში კანდიდატთა დაშვების მიზნით. თქვენი რეზიუმეს მითითებულ ელფოსტაზე გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების ზემოაღნიშნულ ფარგლებში შეგროვებაზე, შენახვასა ან/და დამუშავებაზე.
|
|
|
|