დასახელება:
მძღოლ-დისტრიბუტორი, მძღოლი
|
მომწოდებელი:
ინტერნეიშნლ მარკეტინგ ენდ თრეიდინგ
|
გამოქვეყნდა: 22 მაისი
/ ბოლო ვადა: 22 ივნისი
|
სიგარეტების სადისტრიბუციო კომპანია შპს "ინტერნეიშნლ მარკეტინგ ენდ თრედინგ" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:
1. მძღოლ-დისტრიბუტორი (რეზერვი)
** ადგილმდებარეობა: ქალაქ თბილისი (ფეიქრების ქ.12)
** საშუალო ანაზღაურება: 2500 ლარი
მძღოლ-დისტრიბუტორის მიმართ მოთხოვნები:
** სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1-2 წელი;
** თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა;
** მართვის მოწმობა;
** აუცილებელი პირობა - სამსახურის უძრავი ქონებით უზრუნველყოფა;
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი;
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
** დოკუმენტებთან და პოკეტთან მუშაობის სრულყოფილი უნარი.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა.
მოვალეობები:
** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა;
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება გადახდის პირობების ჩათვლით;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
** სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის ფორმირება (გაფორმება);
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
** ქსელის განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავება;
** კლიენტების მონაცემთა ბაზის განახლება და კონტროლი;
** ახალი კლიენტების მოძიება, ასევე, პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება.
2. მძღოლი
მოთხოვნები:
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2-3 წელი;
** აუცილებელია მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარი და გამოცდილება, B, C კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა).
სამუშაო განაკვეთი: სრული კვირაში 6 დღე. კვირა დღეს დასვენება
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა.
მოვალეობები:
** საქონლის გადაზიდვა თბილისში და საქართველოს რეგიონებში;
** ავტომობილის ტექნიკური მხარის კონტროლი და ინფორმაციის გადაცემა ხელმძღვანელობისათვის;
** ავტომობილის სისუფთავის უზრუნველყოფა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: imtgeorgia@mail.ru
|
|
|
|