Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=635987&print=yes&view=jobs
 
ექოსკოპიის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექოსკოპიის სპეციალისტი
მომწოდებელი: European Fertility Clinic
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
"European Fertility Clinic" აცხადებს ვაკანსიას ექოსკოპიის სპეციალისტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კრწანისის II შესახვევი №33
დასაქმების ტიპი: ნახევარი განაკვეთი
სამუშაო დღეები: სამშაბათი და ხუთშაბათი
ანაზღაურება: საათობრივი + პროცენტი მომსახურებიდან

მოვალეობები:

** ულტრაბგერითი კვლევების ჩატარება: სამეანო -გინეკოლოგიური, მუცლის ღრუს ორგანოების, ფარისებრი ჯირკვლის, სახსრების, სარძევე ჯირკვლების, სისხლძარღვებისა და სხვა
** კვლევის შედეგების მომზადება და აღწერა, სამედიცინო დოკუმენტაციის დროული შევსება
** ხარისხის სტანდარტებისა და სამედიცინო ეთიკის დაცვა
** შიდა კლინიკურ განხილვებში მონაწილეობა საჭიროებისამებრ

მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** რუსული ენის ცოდნა აუცილებელია
** მოქმედი სერტიფიკატი სპეციალობაში "ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა"
** სპეციალობით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდების ფლობა, განსაკუთრებით მეან გინეკოლოგიაში
** გამოცდილება ულტრაბგერითი აპარატების გამოყენებაში
** ყურადღება დეტალებისადმი, სიზუსტე და პროფესიული ეთიკა

ჩვენ გთავაზობთ:

** თანამედროვე, ექსპერტული კლასის აპარატურა — Voluson E8
** კომფორტული სამუშაო გარემო და მეგობრული, კეთილგანწყობილი გუნდი
** სამუშაო გრაფიკი: სამშაბათი და ხუთშაბათი, 09:00-17:00

როგორ გამოგვეხმაუროთ:

გააგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: a.tikhonova@efclinic.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია