Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=635958&print=yes&view=jobs
 
მოწვევა უნარების განვითარების ტრენინგებში მონაწილეობისათვის
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოწვევა უნარების განვითარების ტრენინგებში მონაწილეობისათვის
მომწოდებელი: საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი
გამოქვეყნდა: 24 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
თანდართული ფაილი: 635958_Questionnaire_for_Skills_Training_Geo_2000031.zip
"საქართველოს არბაითერ სამარიტერ ბუნდი" ავსტრიის რესპუბლიკის სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის, ზრუნვისა და მომხმარებელთა დაცვის ფედერალური სამინისტრო მიერ დაფინანსებული პროექტის "უთანასწორობის შემცირება და კრიზისში მყოფ ქალთა მხარდაჭერის გაძლიერება" ფარგლებში აცხადებს მონაწილეთა მიღებას უნარების განვითარების ტრენინგების სერიაზე.

ტრენინგების მიზანია ქალთა გაძლიერება მნიშვნელოვანი კომუნიკაციური და ორგანიზაციული უნარებით, რაც შეუწყობს ხელს მათ მომავალ დასაქმებას ან მეწარმეობას.

ტრენინგები:

1. ეფექტური კომუნიკაცია და ინტერპერსონალური უნარები
2. დროის მართვა და ორგანიზაციული უნარები

სამიზნე რეგიონები: აჭარა, სამეგრელო და გურია

ვინ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა:

გენდერული ძალადობის (GBV) მსხვერპლები, იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები), მიგრანტები და კრიზისში მყოფი ქალები პროექტის სამიზნე რეგიონებიდან (აჭარა, სამეგრელო, გურია)

ტრენინგის დეტალები:

** ფორმატი: თითოეული ტრენინგი - 3 დღის ხანგრძლივობის (პირისპირი ფორმატში)
** მდებარეობა: აჭარა, სამეგრელო და გურია

წარმოსადგენი დოკუმენტი: სრულად შევსებული განაცხადის ფორმა

განაცხადების წარდგენისა და განხილვის პროცესი:

განაცხადებს განიხილავს პროექტის გუნდი. შერჩევის პროცესში შესაძლოა, აპლიკანტებს მოუწიოთ დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

განაცხადის წარდგენა შესაძლებელია:

ელექტრონულად: hr@asb.ge. გთხოვთ, თემის (subject) ველში მიუთითოთ: "RISE - Skills Trainings"

ბეჭდურად ან ხელით შევსებული განაცხადით შემდეგ მისამართებზე:

აჭარისა და გურიის რეგიონი:

** მისამართი: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. N127;
** საკონტაქტო პირი: ნინო იერემაძე - 591 10 33 05 ან ნანა ტუხაშვილი - 568 61 96 92

სამეგრელოს რეგიონი:

** მისამართი: ქ. ზუგდიდი, ივლიანე თოდუას ქ. N7
** საკონტაქტო პირი: ხათუნა გადელია - 591 10 33 16

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 13 ივნისი. დაგვიანებით წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაცია:

ASB Georgia
მისამართი: ქ. თბილისი, ვიქტორ დოლიძის ქ. N2
ვებგვერდი: www.asb.ge
ელფოსტა: hr@asb.ge
საკონტაქტო პირი: თეონა ჯულუხაძე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია