Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=635954&print=yes&view=jobs
 
კონკურსი - ქალთა პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონკურსი - ქალთა პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა
მომწოდებელი: საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი
გამოქვეყნდა: 24 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
თანდართული ფაილი: 635954_VET_Questionnaire_RISE_3954166.zip
კონკურსი - ქალთა პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა.

საქართველოს არბაითერ სამარიტერ ბუნდი ავსტრიის რესპუბლიკის სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის, ზრუნვისა და მომხმარებელთა დაცვის ფედერალური სამინისტრო მიერ დაფინანსებული პროექტის "უთანასწორობის შემცირება და კრიზისში მყოფ ქალთა მხარდაჭერის გაძლიერება" ფარგლებში აცხადებს კონკურს.

კონკურსის მიზანია: ბენეფიციარების პროფესიული გადამზადება, რაც მათ საშუალებას მისცემს შეიძინონ დასაქმებისათვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები.

კონკურსის სამიზნე რეგიონები: აჭარა, სამეგრელო, გურია
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება: კონკურსის სამიზნე რეგიონებიდან (აჭარა, სამეგრელო, გურია) გენდერული ძალადობის (GBV) მსხვერპლები, იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები), მიგრანტები და კრიზისში მყოფი ქალები.

დაფინანსების პირობები და ფარგლები: ბენეფიციარებს, რომლებსაც აქვთ კონკრეტული პროფესიის შეძენის სურვილი, შეუძლიათ განაცხადში მიუთითონ მენტორი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება. პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციას თავადაც შეუძლია იზრუნოს პროფესიული სასწავლებლის შერჩევაზე. კონკურსის ფარგლებში ფინანსდება მხოლოდ სწავლება და ტრანსპორტირება. სწავლების სავარაუდო ხანგრძლივობაა 1 დან 3 თვემდე.
წარმოსადგენი დოკუმენტები: სრულად შევსებული განაცხადის ფორმა
განაცხადების მიღებისა და განხილვის პროცესი: განაცხადებს შეაფასებს და დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საგრანტო კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებით და მოწვეული ექსპერტებით. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, განმცხადებელს შესაძლოა წარმოსადგენი ჰქონდეს დამატებითი დოკუმენტაცია.

განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია არაუგვიანეს 2025 წლის 13 ივნისის ჩათვლით, ელექტრონული ფორმით მისამართზე: hr@asb.ge თემის (Subject) ველში აუცილებლად უნდა მიეთითოს "RISE VET 2025".

ბეჭდური ან ხელით შევსებული განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:

აჭარის და გურიის რეგიონი:

** მისამართი: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. 127. საკონტაქტო პირი: ნინო ირემაძე - 591 10 33 05 ან ნანა ტუხაშვილი - 568 61 96 92
სამეგრელოს რეგიონი:
** მისამართი: ქ. ზუგდიდი: ივლიანე თოდუას ქ. 7. საკონტაქტო პირი: ხათუნა გადელია 591 10 33 16

განაცხადები შეფასდება შემდეგი შეფასების კრიტერიუმებით:

** კრიტერიუმი მაქსიმალური ქულა
** მოთხოვნილი სპეციალობის საჭიროება პროექტის სამიზნე რეგიონების შრომის ბაზარზე 10
** ბენეფიციარის შრომითი გამოცდილება მოთხოვნილ სფეროში 5
** გადამზადების შემდგომი დასაქმების პერსპექტივა 10
** ბენეფიციარის მოტივაცია 10
** ბენეფიციარის მოწყვლადობა 5
** ჯამი 40.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია