Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=635946&print=yes&view=jobs
 
უძრავი ქონების შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ექსოლოტ ინვესტმენტს
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
"ექსოლოტ ინვესტმენტსი" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.exolot.ge

ძირითადი მოვალეობები:

** შერჩეულ სამიზნე არეალებში შესაბამისი კომერციული ფართების მოძიება, მათი მოპოვების ანალიზი
** საინტერესო ფართების მფლობელი ან / და გადაწყვეტილების მიმღები პირების მოძიება, მათთან კავშირის დამყარება და მოლაპარაკების წარმოება
** სასურველი ფართის მოძიების შემთხვევაში ინფორმაციის დამუშავება, მომზადება და წარდგენა დასამტკიცებლად (მენეჯმენტთან)
** სტრატეგიულად საინტერესო არსებული / მომუშავე სავაჭრო ობიექტების სიის განსაზღვრა, მათი მოპოვების შესაძლებლობის შესწავლა და წინადადებების წარდგენა
** პოტენციური სავაჭრო ფართების და ობიექტების მონაცემთა ბაზის და რუკის წარმოება
** საინტერესო ფართების მოძიების მიზნით მუდმივი თანამშრომლობა უძრავი ქონების სააგენტოებთან, აგენტებთან და ბროკერებთან
** ინფორმაციის ნაკადის უზრუნველყოფა კონტაქტების, სატელეფონო კომუნიკაციების, რეკლამირებისა და სხვა არხების გამოყენების გზით
** შესაბამისი დინამიკის განსაზღვრის მიზნით უძრავი ქონების ბაზრის მუდმივი ანალიზი და რეპორტინგი. ინფორმაციის ძიება, ფასების შესწავლა
** დასაქირავებელი ან შესაძენი ობიექტის მიმართ სახელშეკრულებო პირობების ჩამოყალიბების, გაფორმების და მისი შემდგომი ადმინისტრირების უზრუნველყოფა

კვალიფიკაცია და უნარები:

** უმაღლესი განათლება
** MS Office Suite აპლიკაციების ცოდნა: Word, Powerpoint, Excel და ა.შ.
** უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციების ცოდნა
** კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი
** ძლიერი სამუშაო ეთიკა; სენსიტიური ინფორმაციის კონფიდენციალურობის შენარჩუნება
** სასურველია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება უძრავი ქონების ბიზნესში

ბენეფიტები:

** ტრენინგები სამშენებლო და უძრავი ქონების მიმართულებით
** სტარტაპერული გარემო
** ანაზღაურება: 2000 ლარიდან + ბონუსი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@exolot.ge.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია