Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=635917&print=yes&view=jobs
 
სოციალური მედია მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედია მენეჯერი
მომწოდებელი: ჯი-ესთეტიკ
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
კომპანია "ჯი-ესტეტიკი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე.

გრაფიკი: 10:00-19:00
ხელფასი: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

** ციფრული სტრატეგიული გეგმების შემუშავება და მათი განხორციელება;
** სოციალური მედია პლატფორმებისათვის კონტენტის შექმნა;
** გრაფიკული დიზაინერებისათვის ამოცანების შემუშავება;
** კომპანიის სოციალური მედია პლატფორმების ბიუჯეტირება და მართვა.
** სოციალური მედია პლატფორმების ანალიტიკის წარმოება KPI-თან მიმართებაში;
** სოც. პლატფორმების მომხმარებელთან კომუნიკაცია და შესაბამისი მხარდაჭერა;
** ფოტოსესიებისა და გადაღებების დაგეგმვა;
** კონკურენტების ციფრული პლატფორმების ანალიზი;
** კომპანიის ვებ-გვერდების ადმინისტრირება/განახლება;
** სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებების/აქტივობების ორგანიზებასა და მენეჯმენტში ჩართულობა; ** მარკეტინგულ ღონისძიებებთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციების შესრულება დადგენილი წესის შესაბამისად;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული სხვა დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** MS Excel;
** Business Manager-ში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა; სასაუბრო
** რუსული ენის ცოდნა

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური უნარები;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი;
** კომუნიკაციის კარგი უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: Irma@gesthetic.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შ.პ.ს.ჯი-ესტეტიკის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

საკონტაქტო ნომერი: +995 591 833 883
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია