დასახელება:
სასტუმროს მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო Rose
|
გამოქვეყნდა: 21 მაისი
/ ბოლო ვადა: 21 ივნისი
|
სასტუმრო "Rose" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი 4.
ანაზღაურება: 2500 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სასტუმროს მიმდინარე ოპერაციების მართვა-ორგანიზება;
** მომსახურების პროცესი მონიტორინგი და გაუმჯობესება;
** სტუმრების მიღება-განთავსება, მათთვის ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება;
** შემოსულ ზარებსა და სოციალურ ქსელში შემოსული შეტყობინებების კონტროლი და რელევანტური კომუნიკაციის დაბრუნება;
** საოპერაციო ხარჯებისა და მარაგების კონტროლი;
** ადმინისტრაციული საკითხების მოწესრიგება;
** თანამშრომელთა განვითარებაზე ზრუნვა;
** მომსახურების სტანდარტების დაცვა, კონტროლი და გაუმჯობესება მომხმარებელთა უკუკავშირის საფუძველზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასტუმროს მართვის პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** სამუშაოს ეფექტურად დელეგირების უნარი;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და მოქნილობა;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - HR.rosehotel@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სასტუმროს მენეჯერი".
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|