Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=635847&print=yes&view=jobs
 
ტექნოლოგის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნოლოგის დამხმარე
მომწოდებელი: არომაპროდუქტი
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
კომპანია არომაპროდუქტი/Georgia`s Natural 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას .ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან საქართველოს ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით.
ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 40 ქვეყანას მოიცავს:აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, სამხრეთ აფრიკა, და ა.შ.

კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე https://georgiasnatural.com/en/home ან Facebook გვერდზე georgias natural

არომაპროდუქტი/Georgia`s Natural ეძებს გუნდის ახალ წევრს ტექნოლოგის დამხმარეს პოზიციაზე.

ფუნქცია მოვალეობები:

** საწყობიდან წარმოებაში შემოსული ნედლეულის აწონვა;
** რეცეპტის შესაბამისად, ტექნოლოგიური პროცესის დაცვით კუპაჟის მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** წარმოების პროცესში ტექნოლოგიური და სანიტარული ნორმების დაცვა;
** კუპაჟის დანადგარების რეცხვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის მიმართულებით;

უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებული
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** თვითგანვითარებაზე მუდმივი ზრუნვა

გრაფიკი ცვლებში : 07:00 14:00 და 14:00 21:00
ანაზღაურება: საათში 7.50, თვის ჭრილში 1250 ლარიდან 1400 ლარამდე (ნორმირებული ნამუშევარი საათების შესაბამისად)

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მზად ხართ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელ.ფოსტაზე hr@georgiasnatural.com და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია