Робота для біженців з України
კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კოორდინატორი
მომწოდებელი: მედიქსი
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 30 მაისი
სამედიცინო ტურიზმის კომპანია "მედიქსი" აცხადებს ვაკანსიას კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. წერეთლის გამზირი 116, "დიდუბე პლაზა"
სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის. შერჩეული აპლიკანტი დატრენინგება ადგილზე.

მოვალეობები:

** ზარების და მეილების მართვა;
** პაციენტის დოკუმენტაციის დამუშავება და კონტროლი - წინასწარ დადგენილი წესით;
** პაციენტის სამედიცინო ვიზიტის ორგანიზება;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პუნქტუალურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველება;
** უმაღლესი განათლება (დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: contact@medix.ge ან მოიტანოთ მისამართზე: ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზირი # 116 ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა) შემდეგ საათებში: 10:00 სთ-დან 18:00სთ-მდე.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა - 30.05.2025

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე