დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
Citrus.ge
|
გამოქვეყნდა: 20 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
Citrus.ge - ქართული ინოვაციური პროექტია, რომლის მთავარი მიზანი ქართველი მომხმარებლისთვის მათ სურვილებზე მორგებული ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობის სასიამოვნო გამოცდილების შექმნა და ონლაინ შოპინგის მარტივი პროცესის ორგანიზებაა. Citrus.ge - ზე ხელმისაწვდომია 40 000 - ზე მეტი დასახელების უნიკალური პროდუქტი, 300 პარტნიორი კომპანიისგან.
კომპანია "ციტრუსი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** სტაბილური სამუშაო მზარდ კომპანიაში;
** თანამშრომლის განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა
რისი კეთება მოგიწევს:
** საქონლის და მომსახურების მოძრაობის ასახვა პროგრამაში;
** პირველადი დოკუმენტების მიღება, გადამოწმება და საბუღალტრო სისტემაში ასახვა;
** ყოველდღიური ოპერაციების კონტროლი და შესაბამისობის უზრუნველყოფა, საბუღალტრო პროგრამაში ასახვა - საბანკო ოპერაციები, სალარო, ავანსები, გადარიცხვები, უკან დაბრუნებები.
** მომწოდებლების, კლიენტების ბალანსების კონტროლი და შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** დავალიანებების პერიოდული შედარება მომწოდებლებთან;
** ძირითადი საშუალებების რეგისტრაცია, დამოწმება, ამორტიზაციის დარიცხვა;
** აქტივების გადაადგილების, ჩამოწერისა და გადაცემის აღრიცხვა;
** პერიოდული ინვენტარიზაციაში მონაწილეობა.
** საგადასახადო და შიდა აუდიტში მონაწილეობის უზრუნველყოფა;
** მთავარი ბუღალტრის დავალებების შესრულება მიმდინარე პროექტებში.
რისი ცოდნა დაგჭირდება:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
** მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** საგადასახადო პროგრამების და საბუღალტრო პროგრამა Balance-ის კარგად ცოდნა;
** Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა.
საჭირო უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** შრომისმოყვარეობა და მიზანმიმართულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდში მუშაობის უნარი;
** კონფიდენციალურობის მაღალი სტანდარტის დაცვა
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის N2
სამუშაო გრაფიკი: სრული-კვირაში 40 საათი;
ანაზღაურება: ფიქსირებული 1200-1800 ლარი (NET), განისაზღვრება კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: join@crocoshop.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "ბუღალტერი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრების ეტაპისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ - http://www.citrus.ge
თქვენს მიერ რეზიუმეს გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. ანიჭებთ შპს ციტრუსს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;
"ციტრუსი" კანდიდატთა შერჩევას ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|