დასახელება:
მძღოლი
|
მომწოდებელი:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 20 მაისი
/ ბოლო ვადა: 04 ივნისი
|
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტსა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** თანამშრომლების და სტუმრების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, მათ შორის ექსპედიცია კარვებით, ტრანსპორტირება მიუვალ, რთულ გზებზე;
** თანამშრომლების და სტუმრების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა საქართველოს ტერიტორიაზე და საზღვრებს გარეთ;
სამუშაო პირობები:
არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი (მაგ: ექსპედიციის ხანგრძლივობა რამდენიმე დღე, ინსტიტუტის სტუმრების მასპინძლობა, დახვედრა და გაცილება ნებისმიერ დროს);
ხელფასი 1176 ლარი (ხელზე ასაღები თანხა);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა - B კატეგორია;
** მიუვალ, რთულ გზებზე ტრანსპორტირების გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
აღნიშნული პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV 2025 წლის 4 ივნისის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: earthscience@iliauni.edu.ge
აპლიკაციის გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლი" დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტსა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში;
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
|
|
|
|