დასახელება:
ტენდერი კომპიუტერის კომპლექტის შესყიდვაზე
|
მომწოდებელი:
ავერსის კლინიკა
|
გამოქვეყნდა: 20 მაისი
/ ბოლო ვადა: 30 მაისი
|
თანდართული ფაილი:
635261_Aversi___Tender2_3822099.zip
|
შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს ტენდერს კომპიუტერის კომპლექტის შესყიდვის თაობაზე
კომპიუტერის All-In-One (კონფიგურაცია):
შესყიდვის რაოდენობა - 15 ცალი
** ეკრანის მინიმალური ზომა - 24", ეკრანის მინიმალური გარჩევადობა - 1600X900.
** ეკრანის ტიპი - სენსორული.
** პროცესორი- i5 ან Ryzen 5.
** ოპერატიული მეხსიერება -მინიმუმ 16GB.
** მყარი დისკის ტევადობა- მინიმუმ M2 512GB.
** ოპერაციული სისტემა - შესაძლებლობის ფარგლებში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს პროდუქტის ფასი როგორც ლიცენზირებული ოპერაციული სისტემით (Windows 11.), ასევე უფასო ოპერაციული სისტემით (Free DOS, Ubuntu და სხვ.).
** კლავიატურა - სტანდარტული USB ინტერფეისით. შესაძლებელია იყოს უმავთულო (Wireless, Bluetooth) ინტერფეისით. უნდა ქონდეს დატანილი რუსული შრიფტი.
** მაუსი - სტანდარტული USB ინტერფეისით. შესაძლებელია იყოს უმავთულო (Wireless, Bluetooth) ინტერფეისით.
** ქსელური კავშირის ტიპი: rj45 და wifi
** სხვა ტექნიკური მახასიათებელი - შესაძლებელი უნდა იყოს სადგამის მოხსნა და კედლის საკიდის დამაგრება.
** მწარმოებლის მიერ გამოქვეყნებული დეტალური აღწერილობა (Product Specifications).
** გარანტია - მინიმუმ 1 წელი.
** მოწოდების მაქსიმალური ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღე.
აფიდავიტი მოცემულია დანართში 2.
ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართში №3.
მოწოდების ადგილი: ქ. თბილისი; ვაჟა-ფშაველას გამზ. 27ბ.
ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონული სისტემის eTenders.ge-ს საშუალებით 2025 წლის 30 მაისის 15:00 სთ-მდე უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
** მოსაწოდებელი საქონლის განფასება - დანართი #1:
** პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
** საბანკო რეკვიზიტები (ბანკის მიერ გაცემული ბეჭდიანი ცნობის სახით);
** შევსებული აფიდავიტი დანართის №2 სახით.
წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ.
პრეტენდენტს, მყიდველის მოთხოვნით შესაძლებელია დამატებით მოეთხოვოს შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:
** ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
** ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
** ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 დღე);
** საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა (დადასტურებული სველი ბეჭდით და ხელმოწერით) კომპანიის რეკვიზიტების შესახებ;
** ბოლო სამი წლის განმავლობაში, პრეტენდენტის მიერ მიწოდებული ანალოგიური აღჭურვილობის სია და ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაცია.
შენიშვნა: პრეტენდენტს, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული შ.პ.ს. "ავერსის კლინიკა"-ს მიერ ბოლო 2 თვის განმავლობაში ჩატარებულ ტენდერში და წარმოდგენილი აქვს ზემოაღნიშნული საბუთები, არ ევალება მოცემულ ტენდერში მონაწილეობისათვის დამატებით წარმოადგინოს მითითებული დოკუმენტაცია, გარდა პრეტენდენტის მიერ მიწოდებული ანალოგიური საქონლის სიის, არანაკლებ ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაციისა და აფიდავიტისა. წინამდებარე გამონაკლისი არ ვრცელდება იმ პრეტენდენტზე, რომლის მონაცემებშიც შევიდა ცვლილება მითითებული პერიოდის განმავლობაში.
მყიდველის მოთხოვნით, ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, პრეტენდენტებს ასევე შესაძლებელია მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.
სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.
შენიშვნა: ტენდერი ტარდება "1 კონვერტის პრინციპით", რომელიც არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს1. შესაბამისად, პრეტედენტ (ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ მოწოდებული საქონლის საბოლოო ღირებულება.
წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტედენტ (ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში. ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცხადების საფუძველზე პრეტედენტ (ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტედენტ (ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირებს:
1. გურამ ნაჭყებია
"ავერსის კლინიკა"-ს ორგანიზაციული განვითარების ხელმძღვანელი
ტელ: 5 77 27 47 57
ელფოსტა: guram.nachkebia@aversi.ge
2. ანი მამუჩიშვილი
"ავერსის კლინიკა"-ს შესყიდვების სამსახურის უფროსი
ტელ: 5 77 21 77 99
ელფოსტა: ani.mamuchishvili@aversi.ge
1 ერთი კონვერტის პრინციპის ჩატარების წესებისათვის იხილეთ: http://etenders.ge/Page/Instructions
|
|
|
|