დასახელება:
ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
|
მომწოდებელი:
ალტე უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 19 მაისი
/ ბოლო ვადა: 16 ივნისი
|
"ალტე უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განახლებასა და განხორციელებაში ჩართულობა;
** საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, შეფასების და განახლების პროცესებში ჩართულობა;
** მიმდინარე სწავლება - სწავლის, სამეცნიერო - კვლევითი მუშაობის, საზოგადოების განვითარებაში ჩართულობისკენ მიმართული აქტივობების განხორციელების ხელშეწყობა, მათ შედეგებსა და ეფექტიანობაზე დაკვირვება და განვითარების შესაძლებლობების შესახებ შესაბამისი მხარეების ინფორმირება;
** კოლეგიალური ურთიერთშეფასების პროცესის ორგანიზება და შესაბამისი ანგარიშის წარდგენა დეპარტამენტის დირექტორსა და სკოლების დეკანებთან;
** ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესებისათვის კომპეტენციის ფარგლებში თვითშეფასების ანგარიშის და თანდართული დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა;
** უნივერსიტეტის მისიით, მიზნებით და სტრატეგიული გეგმით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, რაც პირდაპირს არის დაკავშირებული მის საქმიანობასთან.
პიროვნული მახასიათებლები:
** კრიტიკული აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შემოქმედებითობის უნარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
** აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (ჯანდაცვის სფეროს ფარგლებში);
** ჯანდაცვის სფეროს საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების/შეფასების/განვითარების გამოცდილება;
** ინგლისური ენა - B2 დონეზე;
** უმაღლესი განათლების მარეგულირებელი საკანონმდებლო, კანონქვემდებარე, დარგობრივი (მათ შორის, მედიცინის და სტომატოლოგიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის) და ძირითადი სახელმძღვანელო დოკუმენტების ცოდნა.
** MS Office (Excel კარგად; Word ძალიან კარგად; PPT ძალიან კარგად).
სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2, ალტე უნივერსიტეტის კამპუსი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00სთ
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: vacancy@alte.edu.ge და სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 16 ივნისი, 2025 წელი
გაცნობებთ, რომ "ალტე უნივერსიტეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ "ალტე უნივერსიტეტის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ შესაბამისი შინაარსის განცხადებით მიმართოთ "ალტე უნივერსიტეტს".
"ალტე უნივერსიტეტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|