Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Royal Tulip Hotel
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
5* სასტუმრო Royal Tulip აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრის მიღება და რეგისტრაციის პროცედურის წარმართვა;
** ვიზიტორის სასტუმროს მართვის სისტემაში რეგისტრაცია და გადახდის ოპერაციების წარმოება სასტუმროს პროცედურების მიხედვით;
** ჯავშნების მიღება ტელეფონით, ელ-ფოსტით;
** ჯავშნების მართვა;
** შემოსული სატელეფონო ზარების და ელფოსტის მიღება და მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** სასტუმროს ფასების და სერვისების შესახებ სტუმრებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მუშაობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ლევილის სანაპირო N10;
** ანაზღაურება 1500 ლარი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვებით უზრუნველყოფა.

იმისთვის, რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrc@royaltuliptbilisi.com
სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე