დასახელება:
ანაზღაურებადი სტაჟირება ფინანსურ დეპარტამენტში
|
მომწოდებელი:
ბი-ემ-ესი
|
გამოქვეყნდა: 19 მაისი
/ ბოლო ვადა: 19 ივნისი
|
სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ფინანსურ დეპარტამენტში.
კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
http://www.bms.ge
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზირი N64
სტაჟირების ხანგრძლივობა: 1 თვიდან 3 თვემდე (დამოკიდებულია კანდიდატის ათვისების უნარზე), დასაქმების პერსპექტივით. ვეძებთ კადრს გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის.
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00სთ.
ანაზღაურება: 500-1000 ლარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ფულადი სახსრების მიღება-გაცემა, საბანკო გადარიცხვები;
** ყოველდღიური საბანკო ჩარიცხვების და სალაროს შემოსავლის ორდერების გატარება სადისტრიბუციო პროგრამაში;
** საქონლის შემოსავლების პროგრამული აღრიცხვა, იმპორტის გატარებები სადისტრიბუციო პროგრამაში;
** საბუღალტრო ოპერაციების საბუღალტრო პროგრამული გატარება;
** საგადასახადო დეკლარაციებისთვის დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
** ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვის უზრუნველყოფა;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვა ბუღალტრული ოპერაციების შესრულება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საგადასახადო კოდექსის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით MS Excel.
თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge. გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
ტელ: 595089796
გისურვებთ წარმატებებს!
"წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."
|
|
|
|