დასახელება:
მუშა-ამწყობი
|
მომწოდებელი:
JYSK
|
გამოქვეყნდა: 19 მაისი
/ ბოლო ვადა: 19 ივნისი
|
სკანდინავიური ბრენდი JYSK არის საერთაშორისო საცალო სავაჭრო ქსელი, რომელიც ოპერირებს "ყველაფერი სახლისთვის" პრინციპით.
დღეს JYSK მოიცავს 3300-ზე მეტ მაღაზიას 48 ქვეყანაში.
JYSK-ს აქვს ყოველთვის საუკეთესო შეთავაზება და კომპეტენტური სერვისი.
JYSK აცხადებს ვაკანსიას მუშა-ამწყობის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, 2 დღე დასვენება.
ანაზღაურება: ფიქსირებული 1050 ლარი + ბონუსი
ლოკაცია: ქ. ბათუმი;
ფუნქცია-მოვალეობები:
** საწყობში პროდუქციის მიღებისა და გაცემის უზრუნველყოფა;
** საწყობში შემოსული ტვირთის მანქანიდან ჩამოტვირთვა;
** კატეგორიების მიხედვით, პროდუქციის დახარისხება და შესაბამის თაროზე განლაგება;
** მომხმარებელთან მიტანილი პროდუქციის აწყობა;
საჭირო უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@JYSK.ge და სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "JYSK" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|