დასახელება:
დამლაგებელი, მებაღე
|
მომწოდებელი:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 19 მაისი
/ ბოლო ვადა: 31 მაისი
|
"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი" აცხადებს მიღებას მატერიალური რესურსების დეპარტამენტში დამლაგებლებისა (10 ვაკანსია) და მებაღეების (3 ვაკანსია) პოზიციებზე:
** დამლაგებლის (შტატგარეშე პოზიცია) შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 605 (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით) ლარის ოდენობით.
** მებაღის (შტატგარეშე პოზიცია) შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1000 (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით) ლარის ოდენობით.
დამლაგებლის ფუნქციები (ძირითადი მოვალეობები):
** კუთვნილ ტერიტორიაზე დასუფთავების უზრუნველყოფა;
** სანიტარული და ჰიგიენური წესრიგის დაცვა;
მებაღის ფუნქციები (ძირითადი მოვალეობები):
** უნივერსიტეტის ეზოს მიმდინარე ტერიტორიის მოწესრიგება და მწვანე ნარგავების მოვლა- პატრონობა.
** ხელმძღვანელისა და ადმინისტრატორის ყოველდღიური დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
უნარები:
** ორგანიზებულობა;
** ოპერატიულობა;
** პასუხისმგებლობა;
** შრომისმოყვარეობა;
** მოწესრიგებულობა;
** პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
აპლიკანტმა გასაუბრებაზე უნდა წარმოადგინოს:
** პირადობის მოწმობის ასლი;
** CV;
გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში აპლიკანტმა 7 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს:
** ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;
საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 20 მაისიდან 2025 წლის 31 მაისის ჩათვლით.
გასაუბრება ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების დეპარტამენტში.
მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ნომერზე: 577 943905.
|
|
|
|