Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=634881&print=yes&view=jobs
 
ხარისხის ინსპექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის ინსპექტორი
მომწოდებელი: ბიოგრაფი ლივინგ
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 17 ივნისი
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია "ბიოგრაფი ლივინგ" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის ინსპექტორის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო უნარები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო მოედნების რეგულარული შემოწმება დეფექტების იდენტიფიცირებისა და აღრიცხვისთვის;
** ხარისხის კონტროლის პროტოკოლების, აქტების და რეპორტების შევსება;
** დეფექტების მიზეზების დიაგნოსტირება და გამოსწორების მექანიზმების შეთავაზება;
** დეფექტების აღმოფხვრის ვადების კონტროლი;
** კოორდინაცია პროექტის მენეჯერებთან, მშენებელ კონტრაქტორებთან და ტექნიკურ სპეციალისტებთან;
** შესრულებულ სამუშაოზე შესაბამისი რეპორტის წარმოება;
** ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: სამშენებლო ინჟინერია, არქიტექტურა, სამრეწველო ინჟინერია ან მონათესავე დისციპლინაში;
** სასურველია ხარისხის მართვის სერტიფიკატები;
** სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამების ფლობა საჭირო IT ინსტრუმენტებით (MS Office, AutoCad, ArchiCad, Project);
** სამშენებლო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი;
** პროექტის მართვის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის და სხვა უცხო ენების ცოდნა.

სამუშაო გამოცდილება:

** მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო პროექტებზე ხარისხის კონტროლის/ინსპექტირების სფეროში;
** პრაქტიკული გამოცდილება სამშენებლო მასალების (ბეტონი, ფოლადი, საიზოლაციო) და სამუშაოების (შელესვა, ელექტრო, სანტექნიკა) შემოწმებაში;
** სამშენებლო ნორმების ცოდნა (SNiP, Eurocode, ქართული სტანდარტები) და უსაფრთხოების რეგულაციები;
** უპირატესობა ენიჭება მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსების პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სწორი პრიორიტეტების განსაზღვრა და მიზნების დათქმულ ვადებში შესრულება;
** პრობლემების ადრეულ საფეხურზე აღმოჩენა/აღმოფხვრა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი.

"ბიოგრაფი ლივინგ" - ჩვენ ვქმნით ხარისხს, რომელსაც ენდობიან!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/eDSCCkgc
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია