Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=634880&print=yes&view=jobs
 
ხარჯთაღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: ბიოგრაფი ლივინგ
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 17 ივნისი
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია "ბიოგრაფი ლივინგ" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო პროექტების ბიუჯეტების მომზადება და მონიტორინგი;
** ფაქტობრივი ხარჯების ანალიზი დაგეგმილთან შედარებით;
** სამშენებლო ხარჯების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
** ინვოისების, კონტრაქტების და სხვა პირველადი დოკუმენტების მართვა;
** ხარჯების ლეგიტიმურობის კონტროლი;
** ყოველთვიური ხარჯების ანალიზური ანგარიშების მომზადება;
** ფინანსური გადახრების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაცემა;
** მენეჯმენტისთვის საანგარიშო პრეზენტაციების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

** ბუღალტერია, ფინანსები, ეკონომიკა ან მომიჯნავე მიმართულება;
** სასურველია პროფესიული სერტიფიკატები;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** MS Project ცოდნა;
** ArchiCad, AutoCad, პროგრამების ცოდნა;
** სამშენებლო პროექტებისა და ნახაზების გარჩევა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სწორი პრიორიტეტების განსაზღვრა და მიზნების დათქმულ ვადებში შესრულება;
** პრობლემების ადრეულ საფეხურზე აღმოჩენა/აღმოფხვრა;
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის უნარი და გუნდური მუშაობა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/PAXjxFke
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია