დასახელება:
მთავარი ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
GFC Consulting
|
გამოქვეყნდა: 17 მაისი
/ ბოლო ვადა: 17 ივნისი
|
შპს "GFC Consulting" 2012 წლიდან წარმოადგენს ბუღალტრული მომსახურების და საკონსულტაციო ფირმას, რომელიც დაკომპლექტებულია ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდით და ემსახურება 50 მდე მცირე და საშუალო მოცულობის (SMB) საწარმოებს.
შპს "GFC Consulting" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე კვების ობიექტების აღრიცხვის მიზნით ქალაქ თბილისში.
განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
** საგადასახადო რისკების შეფასება, საგადასახადო დეკლარაციების მომზადება/წარგზავნა და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების შესრულება ზუსტად და დროულად;
** საბანკო ოპერაციების წარმოება, სალაროს აღრიცხვა და კონტროლი;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი;
** სალაროს/ბანკის ნაშთის აღრიცხვა და კონტროლი;
** დებიტორ/კრედიტორების დავალიანებების კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში შიდა და გარე აუდიტორებთან თანამშრომლობა და მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება;
** სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ფორმების შევსების უზრუნველყოფა;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება;
** სხვა, კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე ბუღალტრული საქმიანობები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო ცოდნა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
** (უპირატესად ჩაითვლება ACCA სერტიფიკატი);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel სავალდებულოა);
** ბუღალტრული პროგრამა (ORIS 7 ცოდნა სასურველია)
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სწრაფად ათვისების უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 45, მეტრო დელისთან, "დელისის ბიზნესცენტრი"-ს შენობა;
** სამუშაო საათები - სრული სამუშაო განაკვეთი ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00);
** 1 დღე დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა;
** ანაზღაურება - 2000-2500 ლარი (ყველანაირი გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის გარეშე);
** ჯანმრთელობის დაზღვევის საბაზისო პაკეტი;
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@gfcc.ge. წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მთავარი ბუღალტერი".
|
|
|
|