Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=634732&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების გუნდის ლიდერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების გუნდის ლიდერი
მომწოდებელი: დილაითი
გამოქვეყნდა: 16 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
"დილაითი" კონცეპტუალური ტიპის სანათების შოურუმია, რომელიც 2019 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პროფილია დიზაინერული, არქიტექტურული, ტექნიკური სანათები, ასევე ფურნიტურა (ჩამრთველები, როზეტები) და განათების აქსესუარები.

ამ ეტაპზე ვეძებთ გაყიდვების გუნდის ლიდერს, რომელსაც ექნება მნიშვნელოვანი როლი გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში, გუნდის მართვაში და პარტნიორული ურთიერთობების განვითარებაში. ვეძებთ პროფესიონალს, რომელსაც აქვს მენეჯერული გამოცდილება, კომუნიკაციის ძლიერი უნარები და შედეგებზე ორიენტირებული ხედვა.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების გუნდის ყოველდღიური მართვა და მხარდაჭერა;
** გაყიდვების გეგმის შედგენა და შესრულებაზე პასუხისმგებლობა;
** გუნდის ინდივიდუალური და ჯგუფური KPI-მაჩვენებლების განსაზღვრა, მართვა და ანალიზი;
** შესრულებული შედეგების რეგულარული შეფასება და კორექტივების შეტანა;
** გუნდის მოტივაცია და პროფესიული განვითარება (მენტორობა, ტრენინგი, შეფასება);
** ბაზრის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი და კონკურენტული ანალიზი;
** კლიენტების ბაზის განვითარება და პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
** ახალი პროდუქტების და აქციების ეფექტური კომუნიკაცია გუნდთან და კლიენტებთან;
** გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვაში და გაუმჯობესებაში აქტიური მონაწილეობა;
** CRM სისტემაში ინფორმაციის სწორად მართვა და განახლება;
** ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში;
** სანათების, ელექტრო ან სამშენებლო პროდუქციის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel), სასურველია CRM სისტემაში გამოცდილება.
** ინგლისური ენის ცოდნა ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის დონეზე;
** KPI სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მართვის, მოლაპარაკების და სტრატეგიული ხედვის უნარი;
** დისციპლინა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილური ანაზღაურება + საბონუსე სისტემა შესრულებული გეგმების მიხედვით;
** მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** პროფესიული ტრენინგები.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 საათი
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV ელ. მისამართზე: jobs@delight.ge

კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ივნისი.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება!

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს https://www.delight.ge.

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც დილაითისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, დილაითის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 1 წლის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ დილაითმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

დილაითი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია