Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=634661&print=yes&view=jobs
 
რეგიონალური გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგიონალური გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: Citrus.ge
გამოქვეყნდა: 16 მაისი / ბოლო ვადა: 16 ივნისი
"Citrus.ge" - ქართული ინოვაციური პროექტია, რომლის მთავარი მიზანი ქართველი მომხმარებლისთვის მათ სურვილებზე მორგებული ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობის სასიამოვნო გამოცდილების შექმნა და ონლაინ შოპინგის მარტივი პროცესის ორგანიზებაა. Citrus.ge - ზე ხელმისაწვდომია 40 000 - ზე მეტი დასახელების უნიკალური პროდუქტი, 300 პარტნიორი კომპანიისგან.

კომპანია "ციტრუსი" აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

საჭირო ცოდნა და უნარები:

** გამოცდილება არ არის აუცილებელი.
** სასურველია გქონდეს ეფექტური კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი;

რისი კეთება მოგიწევს:

პოტენციური მომხმარებლებისათვის პროდუქციის გაცნობა, მიმდინარე აქციების/სიახლეების შესახებ ინფორმირება და მათთვის პროდუქციის შეთავაზება.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარგი ანაზღაურების გამომუშავების შესაძლებლობას;
** ახალგაზრდულ და ზრდაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ ფორმა. https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScvyqyPNh7oinObHQSgAhAaz4QlAkOZP8vl0inOD8fotvISxw/viewform?usp=dialog

გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: join@crocoshop.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "რეგიონალური გაყიდვების აგენტი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრების ეტაპისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ - https://www.citrus.ge/

თქვენს მიერ რეზიუმეს გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. ანიჭებთ შპს ციტრუსს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;

"ციტრუსი" კანდიდატთა შერჩევას ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია