დასახელება:
მაღაზიის კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
ევრო ბრენდი
|
გამოქვეყნდა: 16 მაისი
/ ბოლო ვადა: 16 ივნისი
|
კომპანია "ევრო ბრენდი" (Eurobrand) წარმოდგენს საქართველოში 2013 წლიდან ევროპული ბრენდების იმპორტიორ კომპანიას, რომელსაც გააჩნია მაღაზიათა ქსელი. (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთები, აქსესუარები...)
მოხარული ვართ გამოვაცხადოთ ვაკანსია მაღაზიის კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში ვარკეთილის (შანდორ პეტეფის N 27) ფილიალში.
ძირითადი მოთხოვნები:
** გამართული მეტყველება;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობა;
** მომხმარებელთან ურთიერთობის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
** გაწონასწორებულობა და არაკონფლიქტურობა, დაძაბულ სიტუაციებთან ეფექტურად გამკლავების უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ახლის სწრაფად ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო/უმაღლესი განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, internet);
** ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;
** უპირატესობად ჩაითვლება ტანსაცმლის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
ფუნქციები და მოვალეობები:
** მაღაზიის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** კომპანიის შინაგანაწესისა და მომსახურების სტანდარტის დაცვა;
** მომხმარებლის ეფექტური მომსახურებისთვის აუცილებელი კომფორტული გარემოს შექმნა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი ფოტოსურათთან ერთად, ელფოსტაზე: hr@eurobrand.ge და მიუთითოთ პოზიცია: "მაღაზიის კონსულტანტი ვარკეთილის ფილიალში". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება კომპანიის მიერ.
598 67 69 12 ან დაგვიკავშირდით, სამუშაო საათებში.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|