Робота для біженців з України
კომერციული დირექტორის მოადგილე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომერციული დირექტორის მოადგილე
მომწოდებელი: ელტეგი
გამოქვეყნდა: 16 მაისი / ბოლო ვადა: 16 ივნისი
კომპანია "ელტეგი" 2007 წელს დაარსდა და წარმოადგენს ლიფტების, ესკალატორებისა და სხვა ამწე საშუალებების იმპორტიორ, სამონტაჟო და მომსახურე კომპანიას, რომელიც ISO მენეჯმენტის ხარისხის სტანდარტის მიხედვით ოპერირებს ბაზარზე. კომპანიის მიზანია აღნიშნულ სფეროში საქართველოს ბაზარზე ლიდერობა, ინოვაციების ძიება და დანერგვა, მუდმივი განვითარების გზით წინსვლა, პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება და დამკვეთებისათვის მომსახურების მათზე მორგებული პაკეტების შეთავაზება, არსებული მრავალწლიანი გამოცდილების ოპტიმალურად გამოყენების გზით.

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს http://www.elteg.ge

კომპანია "ელტეგი" აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის მოადგილის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: #41 ქეთევან წამებულის გამზ., #0103 თბილისი, საქართველო
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 2000-2500 (NET) ლარი (დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე) + კვარტალური ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის კომერციული სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა
** გაყიდვების გეგმის მომზადებასა და შესრულების მონიტორინგში ჩართულობა;
** მართავს კომუნიკაციას არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან — იცნობს მათ საჭიროებებს და უზრუნველყოფს შეთავაზებების მომზადებას კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
** მონაწილეობს ტენდერებსა და კომერციულ მოლაპარაკებებში — ამზადებს წინადადებებს, აწარმოებს ფასების და პირობების შეთანხმებას;
** ზრუნავს კლიენტების კმაყოფილებაზე და უზრუნველყოფს მათი საჭიროებების დროულ დაკმაყოფილებას კომერციული და ტექნიკური გუნდების კოორდინაციით;
** აწარმოებს ბაზრის ანალიზს და უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი პირობების ჩამოყალიბებას;
** მონაწილეობს ფასების პოლიტიკის შემუშავებაში და რეგულარულად ახდენს შეთავაზებების ეკონომიკურ შეფასებას;
** კოორდინაციას უწევს გაყიდვების გუნდს და მუდმივად მუშაობს მათი შედეგიანობის გაუმჯობესებაზე;
** უზრუნველყოფს დოკუმენტაციის სწორ და სრულყოფილ წარმოებას: შეთავაზებები, კონტრაქტები, ანგარიშგებები და ა.შ.;
** წარმოადგენს კომერციულ დირექტორს მისი არყოფნის შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებებს დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში;
** თანამშრომლობს ტექნიკურ, იურიდიულ და ფინანსურ დეპარტამენტებთან, რათა გარიგებები განხორციელდეს ხარისხიანად და შეთანხმებულ ვადებში;
** აწარმოებს პერიოდულ რეპორტინგს გაყიდვების სტატისტიკაზე, დამუშავებულ კლიენტებზე და შესრულებულ გეგმებზე;
** მონაწილეობს ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების კომერციულ შეფასებაში და ბაზარზე დანერგვის პროცესში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მენეჯმენტის მიმართულებით.
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ/საკოორდინაციო პოზიციაზე - გუნდის მართვის გამოცდილება სავალდებულოა.
** Microsoft Office პროგრამების (Word, Excel, Outlook) კარგი ცოდნა - სავალდებულოა.
** CRM პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენა
** რუსული ენა
** B კატეგორიის მართვის მოწმობა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკებების წარმოების, დაგეგმვისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** დოკუმენტებთან, კონტრაქტებთან და ფასების ფორმირებასთან მუშაობის უნარი
** დროის მართვის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და გუნდურ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი
** პროდუქტის საფუძვლიანი გააზრების და კომერციულ ჭრილში წარდგენის უნარი

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: Llabadze@elteg.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - კომერციული დირექტორის მოადგილე . წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. CV/რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მონაცემების შენახვის ვადაა 3 წელი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე