Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: Royal Tulip Hotel
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
"Royal Tulip Hotel & Casino" აცხადებს ვაკანსიას: მიმტანი

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთის მიღება სტუმრისგან და დროული მიწოდება;
** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
** მაგიდის და ჭურჭლის მომზადება სტანდარტების მიხედვით;
** სუპერვაიზერის დავალებების შესრულება დარბაზის მოწესრიგებასთან და სერვისის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით;
** სტუმრისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა;
** სტუმრების მხრიდან ჩივილის შემთხვევაში ზედამხედველისთვის ინფორმაციის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ლევილის სანაპირო N10
** ანაზღაურება 1200 ლარი;
** კვებით უზრუნველყოფა;
** დაზღვევა.

იმისთვის, რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrc@royaltuliptbilisi.com. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე