Робота для біженців з України
სამედიცინო შემთხვევების უფროსი ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო შემთხვევების უფროსი ოპერატორი
მომწოდებელი: კავკასიის მედიცინის ცენტრი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 29 მაისი
"კავკასიის მედიცინის ცენტრი" წარმოადგენს მულტიპროფილურ წამყვან რეფერალურ ჰოსპიტალს რეგიონში. იგი დაკომპლექტებულია ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით და აწოდებს მაღალი სტანდარტის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას. ჰოსპიტლის მისიაა, რომ გააუმჯობესოს თანამშრომლების, პაციენტების და საზოგადოების ცხოვრების ხარისხი და შევქმნათ საუკეთესო სამედიცინო გამოცდილება.

"კავკასიის მედიცინის ცენტრში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს: სამედიცინო შემთხვევების უფროსი ოპერატორის პოზიციაზე.

გრაფიკი: 8 სთ-კვირაში 5 სამ. დღე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია სამედიცინო;
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე

ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტის გაწერის პროცესში მონაწილეობა, მედდისგან სამედიცინო დოკუმენტაციის მიღება;
** ისტორიის დახურვა ადმინისტრაციული კუთხით და კომპანიის პროგრამაში ასახვა;
** ფინანსური და სამედიცინო დოკუმენტაციის სისრულისა და სიზუსტის შემოწმება;
** ვადების შესაბამისად, სახელმწიფო პორტალზე სამედიცინო შემთხვევების გადაგზავნა;
** დადგენილი ნორმით და პერიოდულობით რეპორტინგი მენეჯერთან;
** გადაუდებელი შემთხვევების ოპერატორების მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
** საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაცია ბილინგის პროგრამაში დადგენილი წესების შესაბამისად;

ანაზღაურება: (ფიქსირებული) 1875 ლარი; (მოიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადსა და გადასახდელს)

ვეძებთ ადამიანს, ვისაც:

** აქვს განვითარების დიდი მოტივაცია;
** აქვს შედეგზე ორიენტირი;

ჩვენი მხრიდან გპირდებით:

განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს, საინტერესო საქმეს და მხარდამჭერ, მეგობრულ გუნდს.

დაინტერესებულმა პირებმა მომწერეთ ან გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე: careers@cmchospital.ge. სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე