Робота для біженців з України
ბუღალტრის ასისტენტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის ასისტენტი
მომწოდებელი: ზღვა ლუდი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
მაღაზიათა ქსელი "ზღვა ლუდი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე ბათუმში.

მოვალეობები:

** ნაღდი და უნაღდო ფულადი ანგარიშსწორების, ოპერაციების ასახვა პროგრამაში;
** სალარო ოპერაციების, ცვლების დახურვის კონტროლი;
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება (გატარებები, საბუთების ასახვა სისტემაში);
** საბუღალტრო პროგრამებში მონაცემების შეყვანა და დოკუმენტაციის დადგენილი წესით შენახვა/არქივირება;
** ბუღალტრული ოპერაციების შესრულება ORIS-ში;
** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) საჭიროების მიხედვით მომზადება;
** ტაბელის საფუძველზე ხელფასის ოდენობის განსაზღვრა, ხელფასის უწყისის წარმოება; ყოველთვიური საშემოსავლო დეკლარაციისთვის მონაცემების მომზადება- მთავარი ბუღალტრისთვის წარდგენა;
** სასაქონლო ზედნადების (რეალიზაცია, შესყიდვა, უკან დაბრუნება, შიდა გადაზიდვა) rs.ge-ზე რეგისტრაცია;
** სასაქონლო მარაგების ჩამოწერა;
** მთავარი ბუღალტრის დავალების შესრულება და საჭიროების შემთხვევაში რეპორტების მომზადებაში დახმარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან მიმდინარე განათლება ბუღალტერიაში, ფინანსებსა ან ეკონომიკაში
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (ORIS — სავალდებულო)
** MS Excel-ის ცოდნა (მონაცემების ანალიზისა და მუშაობისთვის)
** ორგანიზებულობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სისწრაფე ბუღალტრულ გატარებებში
** გუნდური მუშაობის უნარი და პროფესიული ეთიკა

ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში 900 ლარი
მატება სტაჟი: გამოცდილებით
მისამართი: ბათუმი, ხელვაჩაურის რნ, ს. სალიბაური, მე-6 ქუჩა, N1

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გამოგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: staff@zgvaludi.ge. სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბუღალტრის ასისტენტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე