Робота для біженців з України
კატეგორიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: MS Holding
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
"MS holding" - ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს. კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "ემ ეს ჰოლდინგის" პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს: https://msholding.ge/

ზრდასთან და განვითარებასთან ერთად, არასდროს გვავიწყდება, კომპანიის წარმატების მთავარი შემოქმედნი, ჩვენი გუნდის წევრები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი სამუშაო კულტურის შექმნა და გვჯერა, რომ გუნდის ძალა მის თითოეულ წევრშია და პირიქით ყველა მათგანის ძალას გუნდი აერთიანებს.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განვითარდი ჩვენთან ერთად
კომპანია "MS holding" ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და ახალი გამოწვევების მოყვარული ადამიანს კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

რისი გაკეთება მოგიწევს:

** ბაზრის კვლევის უზრუნველყოფა და მიღებული შედეგების ანალიზი;
** კატეგორიების, განვითარებისთვის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და მართვა;
** შემუშავებული სტრატეგიის ფარგლებში, ასორტიმენტის მუდმივი განახლება, გაყიდვების, მომგებიანობლის მაჩვენებლებზე დაყრდნობით;
** ახალი მომწოდებლების მოძიება, ხოლო არსებულ მომწოდებლებთან, კონტრაქტების განახლება, ბიზნეს ინტერესების შესაბამისად დამუშავება და შეთანხმება;
** უწყვეტობისთვის სტოკის მუდმივი მონიტორინგი და შესაბამისი იმპორტის დაგეგმარება;
** იმპორტის შემოსვლის პროცესის მართვა, იმპორტისა და განბაჟებისთვისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაციისა და პროცედურის უზრუნველყოფა;
** საფასო პოლიტიკის მართვა, ფასწარმოქმნის ფაილის მომზადება;
** მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად, შესაბამისი მარკეტინგული კალენდრის შექმნა;
** წლის ბიუჯეტის დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება და დადგენილი ბიუჯეტის მიხედვით მუშაობა;
** კოორდინირებული მუშაობა გაყიდვების, ფინანსებისა და მარკეტინგის დეპარტამენტებთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
** APEX -ის მაღალ დონეზე ცოდნა
** სასურველია Retail - ში მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელი, ინგლისურის ან რუსული ენის B2 დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** თვითგანვითარებისკენ სწრაფვა;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ჭირნახულის 4;
** სამუშაო საათები: 09:30 - 18:00 საათი. შაბათ - კვირას დასვენება;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** ტრანსპორტირების უზრუნველყოფა (მეტროდან);
** სპეციალური ფასდაკლება პროდუქციაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@msholding.ge და გთხოვთ ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება!

მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ MS holding -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე