Робота для біженців з України
ავტოსადგომის ოპერატორის სივრცის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტოსადგომის ოპერატორის სივრცის კონსულტანტი
მომწოდებელი: თბილისი ცენტრალი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
სს თბილისი ცენტრალი აცხადებს ვაკანსიას ავტოსადგომის ოპერატორის-სივრცის კონსულტანტის პოზიციაზე.

პოზიციაზე მივესალმებით კვალიფიციურ, დეტალებზე ორიენტირებულ და კარგი ინტერპერსონალური უნარების მქონე კანდიდატებს, რომლებიც მოტივირებულები არიან მომხმარებლებს გაუწიონ საუკეთესო მომსახურება და უზრუნველყონ საკუთარი საქმიანობის მაღალი ეფექტიანობა.

სამუშაო განაკვეთი - ნახევარ განაკვეთზე (ცვლებით)
ანაზღაურება - დღის ცვლის ღირებულება 65 ლარი, ღამის ცვლა-70 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

** ავტოსადგომის ოპერატორი პასუხისმგებელია ავტოსადგომის ოპერაციების ზედამხედველობასა და მართვაზე, კლიენტების ეფექტურ მომსახურებაზე. პოზიციის ძირითადი მოვალეობაა შესავლელისა და გასასვლელის მონიტორინგი, კლიენტებისთვის დახმარების აღმოჩენა, გადახდების დამუშავება და მის შესრულება.
** მომხმარებლის დახმარება ავტოსადგომის ტერიტორიაზე შესვლა/გასვლაში;
** მომხმარებელთა ნაკადების მართვა;
** მომხმარებლის დახმარება ავტოსადგომის საფასურის გადახდაში;
** ავტოსადგომის ტერიტორიაზე წესების დაცვის კონტროლი;
** სისუფთავისა და წესრიგის დაცვა ჯიხურში;
** ავტოსადგომის ტერიტორიაზე წესრიგის დაცვის კონტროლი;
** ტექნიკური გაუმართაობის და გაუთვალისწინებელი ინციდენტების შესახებ ავტოსადგომის მენეჯერისთვის შეტყობინება;
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება კომპეტენციის ფარგლებში;
** სამსახურის სხვა წევრებთან (ავტოსადგომი, დასუფთავება, უსაფრთხოების სამსახური) აქტიური კომუნიკაცია;

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე info@tbilisicentral.ge არაუგვიანეს 2025 წლის 5 ივნისისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე