Робота для біженців з України
ფინანსური ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: EBIT Group
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 25 მაისი
ჰოლდინგური კომპანია "ებიტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ებიტ ჯგუფი არის ლიდერი საკონსულტაციო ჯგუფი ფინანსების მართვის მიმართულებით (http://www.ebit.ge).

ჩვენ უზრუნველყოფილიყო კომპანიების მომგებიანობის ზრდას, კომპანიების ფინანსურ სტაბილურობას, ვქმნით კომპანიის საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ მოდელებს და ვნერგავთ კონტროლისა და მართვის საერთაშორისო მეთოდებს.

ვამუშავებთ 10-ზე მეტ ბიზნესს სექტორს და ვუზიარებთ ჩვენს მრავალწლიან გამოცდილებას.
ჩვენი მთავარი მისიაა ბიზნეს-კომპანიების ფინანსური სტაბილურობისა და მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლების უზრუნველყოფა მდგრადი განვითარებისთვის.

ჩვენ შევქმენით ფინანსების მართვის მაღალკვალიფიციური სტანდარტი.

ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვზრუნავთ თანამშრომლების სწავლებასა და განვითარებაზე, რათა მაქსიმალურად სწრაფად მიაღწიონ იმ ნიშნულს, რასაც ჰქვია "ექსპერტი ფინანსურ საკითხებში" .

ფუნქცია მოვალეობები:

** კომპანიების ფინანსური ანგარიშგებების მომზადება
** ფინანსური რეპორტების მომზადება და დეტალური ანალიზი, ფინანსური ინდიკატორების შემუშავება და კონტროლი
** კომპანიების ფინანსურ პროგნოზირებაში აქტიური ჩართულობა, სხვადასხვა ფინანსური მოდელების ** მომზადება სტრატეგიული გადაწყვეტილებისა თუ ინვესტიციის ეფექტიანობის შეფასებისთვის;
** კომპანიების ბიუჯეტების პროცესში ჩართულობა, ფაქტობრივი მონაცემების მიმდინარე და გასული ** პერიოდის ბიუჯეტთან შედარება და დასკვნების/რეკომენდაციების მომზადება
** კომპანიების ფულადი სახსრების დაგეგმვასა და მართვაში მონაწილეობის მიღება
** ბიზნესის შეფასების პროცესში მონაწილეობის მიღება
** სხვადასხვა ანალიტიკური რეპორტის მომზადება
** კომპანიებში პრეზენტაციების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით
** ფინანსების (ან ფინანსური აუდიტის) მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** პროგრამა Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** განვითარებული მათემატიკური უნარები
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** განვითარებაზე ორიენტაცია

პირობები:

** სამუშაო ფორმატი: საოფისე
** სამუშაო დღეები: ორშაბათი- პარასკევი

დამატებითი უპირატესობები:

** თანამშრომელს ვთავაზობთ
** IFRS სტანდარტების სასწავლო პროგრამის სრულ კურსის გავლას, ის იმუშავებს სხვადასხვა პრაქტიკული ქეისის მაგალითებზე
** კომპანიის სხვა კურსებს მისი სურვილის მიხედვით: კურსების დასრულების შემდეგ გადაეცემა სერტიფიკატი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელმისამართზე: career@ebit.ge

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 25 მაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე