დასახელება:
გინეკოლოგის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
მრჩეველი
|
გამოქვეყნდა: 15 მაისი
/ ბოლო ვადა: 15 ივნისი
|
სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი" აცხადებს ვაკანსიას გინეკოლოგის ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N9
სამუშაო გრაფიკი: (სწავლასთან შეთავსებადი)
სამუშაო განაკვეთი: არასრული (ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 10:00-17:00)
ანაზღაურება: 300 ლარი (ფიქსირებული, ხელზე ასაღები თანხა)
ვისთვის შეიძლება იყოს ეს ვაკანსია საინტერესო:
** რეზიდენტები
** უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონდე პირები
რატომ შეიძლება იყოს მრჩეველში ექიმის ასისტენტობა საინტერესო:
** შეძლებთ ისწავლოთ ქალის სქესობრივი ჯანმრთელობის პრობლემების დიაგნოსტირება, მართვა და მკურნალობა
** რთულ და საინტერესო შემთხვევებზე დაფუძნებული სწავლა
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი
** დაზღვევა
ჩვენს სამედიცინო ცენტრში გინეკოლოგიის გარდა, შესაძლებლობა გექნებათ მობილობით ისარგებლოთ შემდეგ დეპარტამენტებში:
** პედიატრია - https://mrcheveli.com/medical-services/10
** ლაბორატორიული მედიცინა - https://mrcheveli.com/analysis
** მორფოლოგია
** თერაპია - https://mrcheveli.com/medical-services/13
** ჰეპატოლოგია
** გასტროენტეროლოგია
** ენდოკრინოლოგია
** ნუტრიციოლოგია
** რადიოლოგია - https://mrcheveli.com/medical-services/12
** გენეტიკა
** ბავშვთა ფსიქოლოგია
https://www.mrcheveli.com/
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** აუცილებელია ინგლისური და/ან გერმანული ენის ცოდნა;
ფუნქცია-მოვალეობები:
** პაციენტის ანამნეზის შეკრება;
** დიაგნოსტიკის პროცესში მონაწილეობა
** პაციენტისთვის კვლევის და მკურნალობის გეგმის შედგენა
** ქრონიკული პაციენტების მეთვალყურეობა
** რჩევების მიცემა პროფილაქტიკურ ღონისძიებებზე
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@mrcheveli.com გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
რეზიუმეს გაზიარებით, აპლიკანტი თანხმობას აცხადებს სამედიცინო ცენტრ" მრჩევლის" (ს/კ: 204954497) მიერ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სამედიცინო ცენტრ "მრჩევლის" მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადისა; კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა სამედიცინო ცენტრს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელფოსტაზე: hr@mrcheveli.com
|
|
|
|