Робота для біженців з України
ღონისძიებების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღონისძიებების კოორდინატორი
მომწოდებელი: ივენთივ
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 31 მაისი
კომპანია "ივენთივი" აცხადებს ვაკანსიას ღონისძიებების (ივენთ) კოორდინატორის პოზიციაზე.

კომპანია "Eventive Georgia" (https://eventive.ge) არის ერთ-ერთი წამყვანი ივენთ კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და მისი მიზანია მომხმარებლისთვის შექმნას დაუვიწყარი მომენტები და წარუშლელი მოგონებები.

კომპანია გთავაზობთ, როგორც ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას, ასევე თითოეული ღონისძიებისათვის კვებით, აუცილებელი ინვენტარითა და ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფას.

სავარაუდო ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ლარი NET + გამომუშავება ივენთ პროექტებიდან (სავარაუდოდ 500-1500 ლარი და მეტი)
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლვოვის ქუჩა N95 (საბურთალო)
დამატებითი სარგებელი: დაზღვევა, საკომუნიკაციო ხარჯები, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

"Eventive Georgia" გუნდში მიესალმება პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაში მონდომებულ, აქტიურ, ენთუზიასტ, კრეატიულ და კომუნიკაბელურ კადრს, რომელსაც შესწევს უნარი ჩაერთოს და განახორციელოს ნებისმიერი სირთულის და მასშტაბის კერძო თუ კორპორატიული ღონისძიება.

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა სახის და მასშტაბის კორპორატიული და კერძო ღონისძიებების კოორდინირება;
** კორპორატიულ და კერძო დამკვეთებთან (როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო) ეფექტიანი კომუნიკაციის წარმოება;
** გუნდის ხელმძღვანელის / ივენთ მენეჯერის ხელმძღვანელობით სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების დაგეგმვა/კოორდინაცია, ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფა;
** ღონისძიების პერსონალის და ლოგისტიკური პროცესის მართვა და საქმიანობების კოორდინაცია;
** ღონისძიებებისთვის შესაბამისი ლოკაციების მოძიება, მომწოდებლების ფასების მოკვლევა, მოლაპარაკებების წარმოება და მუდმივი მონიტორინგი;
** კომპანიის ივენთ სერვისების და ღონისძიებების ინვენტარის გაქირავება/გაყიდვის პროცესის მართვა, დაინტერესებულ დამკვეთებთან ურთიერთობა და პროცესის წარმატებით განხორციელების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების (ივენთების) დაგეგმვა/ორგანიზება/განხორციელების გამოცდილება;
** სასურველია დამკვეთებთან/კლიენტებთან საქმიანი ურთიერთობის წარმოების კარგი გამოცდილება და ცოდნა;
** გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება და ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** აუცილებელია ინგლისური ენის კარგი ცოდნა, დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია გამართული წერის და კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში ემოციური გაწონასწორებულობა და ეფექტიანად მოქმედების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@eventive.ge არაუგვიანეს 31 მაისისა.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე